დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ნიკოლოზი, ჩემი ერთადერთი შვილია, რომელსაც 5 წელი ველოდი. დილით რომ შემომხედავს და გამიცინებს, ეს ჩემთვის ყველაფერია...“ - ნიკოს დედა ეკატერინე ჩაჩიბაია.
მუკოვისციდოზი - ყველაზე ფართოდ გავრცელებული გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავებს. დედამიწაზე ყოველი მე -20 ადამიანი, ამ დეფექტური გენის მატარებელია.
საქართველოში, ამ დაავადებას, 14 წლის ნიკოლოზი, 14 წელია ებრძვის. ოჯახს, რომელიც დღემდე ღმერთის და კეთილი ადამიანების გვერდში დგომით არის, დახმარება სჭირდება.
მუკოვისციდოზით დაავადებულ ადამიანს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება სხვადასხვა მედიკამენტი - მუკოლიზური საშუალებები, ფერმენტული პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ჰეპატოპროტექტორები.
პრეპარატების შესაყვანად, აუცილებელია ინჰალატორები. დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კინეზითერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები და სპეციალური ტანვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს ნახველის გამოდევნას.
ვარჯიში, ყოველდღიური უნდა იყოს და მთელი სიცოცხლის მანძილზე საარსებო წესად დანერგილი. მუკოვისციდოზის მძიმე გამწვავების დროს, საჭიროა, ჟანგბადის კონცენტრატი.
ნიკოს დედა, ეკატერინე ჩაჩიბაია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკოლოზი, ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც სუნთქვით აპარატზეა ჩართული:
ექიმი არ ვარ პროფესიით, მაგრამ ჩემი შვილის პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ამეთვისებინა. ნიკოლოზი, ჩემი ერთადერთი შვილია, რომელსაც 5 წელი ველოდი - დილით რომ გაიღვიძებს, შემომხედავს და გამიღიმებს, ეს ჩემთვის ყველაფერია.
ნიკოლოზი 14 წლისაა და 14 წელია მართვით სუნთქვაზეა. 1,8 თვე ვიწექით იაშვილის კლინიკაში სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - მუკოვისციდოზი - კისტური ფიბროზი, შერეული ფორმით. 17 ივლისს 14 წლის გახდა, 2008 წლის 17 ივლისიდან მართვით სუნთქვაზეა.
მუკოვისციდოზი - გენეტიკური დაავადებაა, რომელიც არ იკურნება. ნიკოლოზი, ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც აპარატზე მიერთებული.
ამ დაავადების მქონე ბავშვები, ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობენ, მართალია, სულ მედიკამენტების და მკურნალობის ქვეშ არიან, მაგრამ როგორც ნიკოლოზი, ასე არ ცხოვრობენ.
- რატომ მოხდა, რომ დღემდე მართვით სუნთქვაზეა, რამ გამოიწვია ეს?
დაბადებიდან მართვით სუნთქვაზეა, ფილტვში ლორწო აქვს, რომელიც ფერმენტს არ გამოყოფს,ლორწო წებოვანია და უჭირდა ამოღება, ამიტომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და მოხდა ისე, რომ ვეღარ მოიხსნა და დღემდე სუნთქვით აპარატზეა.
- 14 წელი როგორ ახერხებთ მკურნალობას, რომელიც სავარაუდოდ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...
ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით ვართ. სულ ვიბრძვით, მაგრამ არაფერი გამოგვდის. თუ ნაცნობი არ გყავს ვერაფერს გახდები, ზოგჯერ, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, დღემდე ასე მოვაღწიეთ. თვეში, მხოლოდ სტერილური მასალა - 3 700 ლარი მიჯდება.
ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა, გაუმჯობესებას არ ველოდებით, მთავარია არ გართულდეს, ინფექცია არ განვითარდეს, ან ვირუსი არ შეხვდეს, ყველანაირად დაცული უნა იყოს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ნიკოლოზის დაბადებიდან, იაშვილის კლინიკაში ვიწექით. ყველაფერი იქ შევისწავლე, ექიმი არ ვარ, მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე, რაც ნიკოლოზს გამოადგება. 1,8 თვის შემდეგ, სახლში გამოვიყვანე, სადაც ჩვეულებრივი რეანიმაცია მაქვს მოწყობილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გამორიცხულია, მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
ნიკოლოზის მკურნალობა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამ ყველაფერთან ერთად, ყოველდღიური მასაჟი სჭირდება.
ემოციები გვერდზე გვაქვს გადადებული, მთელი ოჯახი მობილიზებული ვართ, იმისთვის, რომ ნიკო გვყავდეს კარგად.
სტომა აქვს გაჭრილი და ამიტომ ვერ საუბრობს, ისე ყველაფერს გვაგებინებს, რაც დასჭირდება. ხშირად იცინის, გვეფერება, გვეთამაშება, ამ ეტაპზე აქტიურია, მაგრამ ვერ დგება, მწოლიარე მდგომარეობაშია.
ექიმები გვეუბნებოდნენ, 3 წლამდე იცოცხლებსო, მაგრამ 14 წელია უკვე, ვიბრძვით. ძირითადად, მე ვუვლი. თუ რამე დამჭირდა, ზოგჯერ ჰოსპისის („ციცინათელების ქვეყანა“) გოგოები გვეხმარებიან. იაშვილის კლინიკის მედპერსონალი, დღემდე გვერდში გვიდგას.
- უძლიერესი ქალბატონი და გმირი დედა ბრძანდებით...
გმირი ნამდვილად არ ვარ, გმირია ადამიანი, ვინც სხვის შვილს უვლის. საკუთარ შვილს როცა უვლი, ვალდებულიც ხარ. ჩემთვის გმირი არის ირინა სარიშვილი, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ ის ჩემთვის, გმირი დედაა.
უფლის წყალობით და შეწევნით მოვედით დღემდე. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე თანხის მოძიება, ისე ვნერვიულობ, ზოგჯერ ბავშვის ავადმყოფობაც კი მავიწყდება.
დღეს ნიკოლოზობა, მისი წყალობით უამრავი სასწაული აღესრულება - უკვე სასწაულია, რომ 14 წელია, ისევ ცოცხლები ვართ.
„ამ უკარგეს და უთბილეს ოჯახს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა!
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ ეკატერინეს ტელეფონზე - 599391636
თიბისი ბანკი GE39TB7712345061600006 - მიმღები ეკატერინე ჩაჩიბაია
ვიდეო მომზადდა მამა ალექსანდრე პლისკას ლოცვა-კურთხევით“:
იხ ვიდეო: