დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო - საქმეზე გამოძიება დაიწყო (უცხოეთი)
1732309977
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა, სტარტი 4 დეკემბერს აიღო და 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
კინოფესტივალის გახსნა, 4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი - . ნაჩვენები იყო მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.)
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, 10 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი – “როქსი” (2022წ.).
8 დეკემბერს, კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნა რეჟისორ ელდარ შენგელაიას ტრილოგია - „მრავალჟამიერი“, რომელიც სამ ფილმს - „ჭა", „სიმღერა" და „ჩიტები" აერთიანებს.
ელდარ შენგელაიას მეუღლე, ქ-ნი ნელი შენგელაია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ფილმის ჩვენება კონკურსს გარეშე შედგა:
- კინოფესტივალზე შესაძლებელია, როგორ საკონკურსო, ასევე კონკურსს გარეშე ფილმების ჩვენება. ფილმი „მრავალჟამიერი“, ამ კონკურსში არ მონაწილეობს.
ჩვენება, კონკურსს გარეშე შედგა, რომელიც ჟიურის წევრებისთვის იყო განსაზღვრული.
„მრავალჟამიერი“, რომელიც რამდენჯერმე უკვე ნახა მაყურებელმა, შედგება სამი ნოველისგან და სხვადასხვა დროს იყო ნაჩვენები.
პირველად ნოველას -„ჭა“ ჩვენება შედგა, შემდეგ იყო „ჩიტები“ და ბოლოს - „სიმღერა“. კინოფესტივალზე, სამივე ნოველა ერთად ვაჩვენეთ. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა, ჩვენც კმაყოფილები დავრჩით.
- ბოლო ნოველა, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება...
- მესამე ნოველა - „სიმღერა“, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. მას უნდა ემუშავა ამ ფილმზე, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა... და ელდარმა, ეს ნოველა ანზორს მიუძღვნა, ნოველა - „ჩიტები“ ძმას, რეჟისორ გიორგი შენგელაიას, ხოლო „ჭა“ - რეჟისორ მიხეილ კობახიძის ხსოვნას.
საზოგადოებას ვეტყოდი, რომ რაც შეიძლება ხშირად იარონ კინოთეატრებში. ცოტა ხნის წინ, დიტო ცინცაძის შესანიშნავი ფილმი ვნახეთ - „იქ თენდება“ და ხვალ, კინოფესტივალის დახურვაზე, მისი ფილმი - „როქსი“ იქნება წარდგენილი, რასაც სიამოვნებით დავესწრები.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია, არის ტრადიციული სექციები, რომელსაც წელს დაემატა „ოსკარის მაძიებელნი“, სადაც „ოსკარისკენ“ მიმავალი ფილმები იქნება წარმოდგენილი.
დაჯილდოების ცერემონიაზე, ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მათ ღონისძიების პრიზი - „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ. საკონკურსო ფილმებს, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
კინოფესტივალი წარმოადგენს ქართული ფილმების ერთგვარ შეჯამებას, დახურვაზე წარმოდგენილი იქნება, რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „როქსი“ (2022 წ).