კობა ღვინიაშვილი

1679596547

Exclusive: „ცნობილი უცნობი ვარ...“ – ვისზე იყო ნაწყენი „რეკორდის“ გმირი ჯოტია ცაავა ფილმის გამოსვლის შემდეგ

ცნობილი რეჟისორის გურამ­ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი „რეკორდი, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე.ფილმის რეჟისორს, მისი გადაღების იდეა ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაბადებია, თუმცა სცენარში,­ ჩაპეკის ნაწარმოებიდან მხოლოდ „ქვა“ მოხვდა, სიუჟეტი კი სამეგრელოში ჯოტია ცაავასა და მშვენიერი შოუს სიყვარულის ფონზე განვითარდა.„პრაიმტაიმი“ ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელ კობა ღვინიაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:– ძალიან საინტერესო როლი გქონდათ, დღემდე ახსოვხართ საზოგადოებას…ცნობილი უცნობი ვარ, ეკრანიდან შეიძლება მიცნობენ, მაგრამ პირადად არავის ვახსოვარ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.როგორ მოხვდით ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი?შემთხვევით მოვხვდი ფილმში. გურამ პატარაიამ ბათუმში აღმომაჩინა. მივლინებაში ვიყავი, ერთ-ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით. კარგად ვიცნობდი გურამს და ფილმში გადაღება შემომთავაზა.– კურიოზებით სავსე გადაღების პროცესი…ფილმის გადაღება ეს ხომ მთლიანად კურიოზი იყო. "დურუ ხუნჭუას" როლის შემსრულებელს, ძირითადად, გადაღებებზე ვხვდებოდი.– რას გვეტყოდით "შოუზე"?"შოუ", მსახიობი არ იყო – სოფელ დიდი ჭყონის მეურნეობის დირექტორის მოადგილის ქალიშვილი იყო. სწორედ იქიდან მოხდა მისი აყვანა. ფილმში პროფესიონალი მსახიობები, მხოლოდ გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), მანუჩარ შერვაშიძე (დურუ) და  ევა ხუტუნაშვილი (ცუცა) არიან.– ფილმის რომელიმე მონაწილესთან ახლა თუ გაქვთ კონტაქტი?არა, არავისთან არ მაქვს შეხება.– ამ ფილმის გარდა, გქონდათ სხვა შემოთავაზებები?ფილმის გადაღების დროს, 26 წლის ვიყავი. მას შემდეგ, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. ცოტა ნაწყენიც ვიყავი, ჰონორარი არ გადამიხადეს იმდენი, რასაც დამპირდნენ.სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ვერ გადამიხადეს. შევცდი, რომ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე. შეგახსენებთ, რომ "რეკორდი" „ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიაშია“გადაღებული, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა.ფილმის ავტორებმა გურამ პატარაიამ და ამირან ჭიჭინაძემ, ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა, ქართულ ყოფას მუსადაგეს. „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ამყარებდნენ.ფილმის გმირს, ჯოტია ცაავას მხოლოდ მაშინ შეუძლია დაამყაროს რეკორდი, როცა მას აგინებენ.„რეკორდი“, 1975 წლის სატელევიზიო ფილმების მე-6 საკავშირო ფესტივალის პრიზის მფლობელია.   

სოფელი რეხა

1679091276

EXCLUSIVE: „ვფიქრობ, სწორედ, ამ ადგილიდან დაიწყება მეორედ მოსვლა...“ - ლევან გოთუას აქამდე უცნობი ნაწარმოები და ღვთისმშობლის გამოცხადებით მიწაში ჩამარხული სალოცავის აღმოჩენა

რეხა - წალკის რაიონული ცენტრიდან ყველაზე დაშორებული სოფელია, რომელიც ბორჯომის რაიონის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა 445. ქართველები 86 %, ბერძნები 13 %. რეხადან ბორჯომის რაიონის უახლოეს სოფელ გუჯარეთამდე მანძილი, 13-15  კმ-ია.1795  წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ ძველი თრიალეთის მთლიანად აოხრების  შემდეგ, რეხა იყო ერთადერთი გადარჩენილი ქართული სოფელი.რეხაში, გადმოცემით სოფლის გადარჩენის მიზეზიც იციან. გაუკაცრიელებული თრიალეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც  მხოლოდ მგლებისა და  ტურების  ხმა ისმოდა,  მარტოდ დარჩენილი რეხის ქართველობა, სოფელს ტოვებდა და გადადიოდა უახლოეს  რაიონებში საცხოვრებლად.  გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 1925 წლის ივლისში წალკის რაიონის სოფელ რეხაში დიდი სასწაული მოხდა - ღვთისმშობლის გამოცხადებით აქ აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული სალოცავი, შიგ წმინდანთა უხრწნელი ცხედრებით.მათი ხილვისას, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა მაშინ - ისინიც კი, ვისაც თანდაყოლილი პათოლოგიები ჰქონდა - ყრუ, მუნჯი, უსინათლო, ხეიბარი და ასე შემდეგ.. ამ სასწაულების მხილველი რეხელები სალოცავთან ათენებდნენ და აღამებდნენ.მიუხედავად ყველაფრისა, სოფელში სიცოცხლე გრძელდებოდა. ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ცნობიერება და ღვთის წყალობით, ამ  სოფელში, სიცოცხლე დღემდე გრძელდება.ბევრი მკვლევარი თვლიდა, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს, ვერც რეხა გადაურჩა, მაგრამ უამრავი უტყუარი ფაქტია იმისა, რომ ამ სოფელში ცხოვრება არ  შეწყვეტილა, გამომდინარე  იმ მარტივი  მოსაზრებიდან, რომ გადმოცემით იცოდნენ ყველა მეზობელი ნასოფლარების ძველი სახელები და თითოეული სოფლის ეკლესიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია.რეხელების გარდა, სხვა სოფლებში, არავინ არაფერი იცის ძველი თრიალეთისა და მისი ნასოფლარების  შესახებ. უზარმაზარი ტერიტორიის გაუკაცრიელების გამო, ურთიერთობა ჰქონდათ ძირითადად, ბორჯომის, გორის და სამცხე - ჯავახეთის მოსახლეობასთან.„პრაიმტაიმი“ ამ სოფლის მკვიდრ, პროფესიით მათემატიკოს გულიკო საბაძეს დაუკავშირდა, რომელიც დღემდე იკვლევს მისი წინაპრების ისტორიას და რეხას შესახებ, საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ თემებს თუ შევეხებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული, თვითონ მოვიდა ჩემთან. რომ იცოდეთ, ჩემ თავს რა სასწაულები ხდებოდა, რაც სხვათა შორის, დღემდე გრძელდება.ამ მასალების მოძიება, 2013 წლიდან დავიწყე, იმიტომ კი არა, რომ მინდოდა, მე ეს დამევალა.- მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი...ამ თემაზე, 100 -გვერდიანი წერილი მაქვს დაწერილი, დოკუმენტური მასალებით და ინფორმაციებით, რაც მასალები რომ მოვიძიე, ერთ დღე-ღამეში დავასრულე, მიუხედავად იმისა, რომ არც ფილოლოგი ვარ და არც ისტორიკოსი, პროფესიით მათემატიკოსი ვარ.ბოლო ხანებია, ყველაფერს თავი დავანებე და ამ საქმით დავკავდი. უამრავი მასალა მაქვს, ადრე ჟურნალში „ფენომენი“ იბეჭდებოდა.მხოლოდ, რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რატომ ხდებოდა ჩემ თავს, ასეთი განსაცდელები. ჩვენ სოფელ რეხაში, უამრავი სალოცავია, დღემდე საიდუმლოებებით მოცული. ბევრმა, ისიც კი არ იცოდა, რომ წალკაში ქართველები ცხოვრობდნენ.დავიბადე წალკაში, სოფელ რეხაში, მაგრამ ამჟამად, თბილისში ვცხოვრობ. 80 -იან წლებში დავამთავრე უნივერსიტეტი და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. რაც დღეს ხდება და რა ინფორმაციებიც სოციალურ ქსელში არის გამოქვეყნებული, ადრე არ მჯეროდა.ეს ამბავი, 1925 წელს მოხდა. თომა საბაძე ჩემი დიდი  ბაბუა იყო, დედაჩემის  ბიძა. წალკაში ბევრჯერ მიმიწვიეს, აქ ჩამოსახლებული ქართველები არიან, რომლებმაც ამ კუთხის შესახებ, არაფერი იციან.მათ სოციალურ ქსელში, გვერდიც აქვთ, ვცდილობ, ინფორმაცია მივაწოდო და ხშირად, კომენტარებს ვწერ. ერთხელ მთხოვეს, ჩამოდი, ლექცია ჩაგვიტარეო. თავიდან უარი ვუთხარი, არ მაქვს გამოცდილება-მეთქი.სპეციალობით, პროგრამისტი ვარ და ისტორიულ თემაზე, გამიჭირდება-მეთქი.  ბოლოს დამითანხმეს, ბრწყინვალე ინტერვიუ გამოვიდა - 2 საათში მოქცეულია, მთელი სოფლის ისტორია.  თომა, გვარად საბაძე იყო.- საიდან მოდის ამ გვარის ისტორია?დარწმუნებული ვარ, არც გსმენიათ ედ გვარი. სასწაული ისტორია აქვს, მესხური გვარია. დოკუმენტები მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი წინაპრები, სასულიერო პირები იყვნენ.თურქეთთან ახლოს ცხოვრობდნენ და ერთ ღამეში გაწყვიტეს. სამი ძმა გადარჩა და როგორც აღმოვაჩინე, იმ სამი ძმის შთამომავლები ვართ.ამ გადმოცემის და ჩემს მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ ჩვენ ვართ, სწორედ, იმ საბაძეების შთამომავლები, უფრო სწორად, იოანე საბანიძის. როგორც ვიცი, ხანძთადან ვართ, ერთ-ერთ მეცნიერს ველაპარაკე და მთხოვეს ლექცია წამეკითხა.ჩვენი წინაპრებიც, ხანძთადან არიან. არქივის მასალებში წერია, რომ თურქეთში მცხოვრები მართლმადიდებლები, შუა საუკუნეებში, ერთ ღამეში გაუწყვეტიათ.გადმოცემის თანახმად, სამი ძმა გადარჩა, რომელიც ბებიამ გადაარჩინა და ჩამოასახლა სოფელ ხეოთში, სადაც ააშენა ეკლესია, რომ გვარი გადაერჩინა. ახალციხის  რაიონის  ხეოთი - მეორე, ჩემი  წინაპრების  სამშობლოა.ფოტოზე  მონიშნული სოფელი - თურქეთის  ტერიტორიაზე მდებარე სოფელი ხეოთია.ასე გამრავლდა ეს გვარი და რამდენიმე ხანში, იქიდან სოფელ რეხაში გადმოსახლდა. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ძველ თრიალეთში არსებობდა ორი სოფელი, ორივეს სახელი - საბა.მოვიძიე, რომ სადაც სოფელი საბა არსებობდა, 1721 წლის აღწერით, ნამდვილად ცხოვრობდნენ საბაძეები, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა გაწყვიტა, როგორც გავარკვიე, ამ ხანძთელების შთამომავლები ვართ.წმინდა სალოცავებზე, რომელიც მიწაშია ჩამარხული, უამრავი მასალა მაქვს მოძიებული. გადმოცემით ვიცოდი, ვინ იყო თომა პაპა.სოფელში უხუცესი ადამიანები ჩავწერე, რომლებიც დაიკარგა და სამწუხაროდ, ამ მასალებს, დღემდე ვერ ვპოულობ. ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებიან. ერთ-ერთი რესპონდენტია, თომა პაპას ბიძაშვილი, რომელიც ქიზიყში ცხოვრობდა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.ამ ქალბატონს, ყველაფერი ახსოვდა, თომა პაპას შესახებ. მის სალოცავზე, უამრავი მასალა აღმოვაჩინე არქივში. ამის შემდეგ დავიწყე ამ კუთხის შესახებ, ინფორმაციების მოძიება.ბევრი სასწაულები ხდებოდა ჩემ თავს. დავიწყე ძიება და სწორედ იმ დროს, ჩემ სახლში ისეთი სასწაული მოხდა, მივხვდი, რომ ეს დავალება, „ზევიდან“ იყო.ჩემი ოჯახი, ტრადიციულად, ძალიან მორწმუნეა, მასალები რომ მოვიძიე, სახლის კურთხევა გადავწყვიტე. დედაც ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. მის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. წერა-კითხვა არ იცოდა, თომა პაპას გამო, ძალიან დაისაჯა. სულ დევნიდნენ სკოლიდან, მაგრამ მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა.თომა პაპა ამბობდა, მე რომ მოვკვდები, თქვენ რა გეშველებათ, თორემ მე მეოთხე ცაზე ვიქნებიო. მართლაც სასწაული მოხდა, თომა პაპას საფლავი რომ გათხარეს, ცარიელი დახვდათ.მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი, მე დიდხანს არ მჯეროდა. თომა პაპა, დედაჩემის ბიძა იყო. დედაჩემიც საბაძე იყო. მამაჩემის ბიძა ალექსანდრე საბაძე იყო, რეხაში თუ რამე ქართული ხდებოდა, მისი დამსახურებაა. სასულიერო პირი იყო.- გამოდის, რომ მშობლები ერთი გვარის იყვნენ...დიახ, ასე გამოდის. რეხაში, მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, მათ შორის საბაძეების სამი შტოს წარმომადგენლები. ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, სამცხე-ჯავახეთთან ურთიერთობა ჩაიკეტა.ხალხი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებოდა, ამიტომ რეხაში რძალი, მხოლოდ ჯავახეთიდან მოჰყავდათ. გარშემო ცხოვრობდნენ ბერძნები, სომხები, თათრები, ოსები მაგრამ ქალი მხოლოდ ჯავახეთიდან მოჰყავდათ.ყველაზე მეტი რეხაში საბაძეები ცხოვრობდნენ. მამა გიორგი დარჩია, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გაუშვა რეხაში. მამა გიორგიმ, ეკლესიაში არსებული ჩანაწერები შეისწავლა და თვითონ აკურთხა მიწა - ვის შორის შეიძლება ყოფილიყო ქორწინება, წიგნიც კი დაწერა ამაზე.ეს წიგნი, ბერძნებმა მოიპარეს და დაიკარგა. ამ სოფლიდან არის საბაძეების სამი შტო - ქიტესაანთ, საბოანთ და მაქსიმეანთ საბაძეები. მაქსიმეანთ საბაძეებს ჰქონდათ კურთხევა, ექორწინა ქიტესაანთ საბაძეებთან.ამ ეტაპზე, წალკის მერიც ილია საბაძეა, რომელიც მაქსიმეანთ საბაძის შტოდან არის, მეუღლე კი ქიტესაანთ საბაძიდან.  თომა პაპას სულ დევნიდნენ, მეტეხის ციხეშიც ჩააგდეს. მასთან ერთად, მსახურობდა მამა გიორგი დარჩია.  სოფელ რეხაზე ისტორია, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზღვარგარეთიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი გამოგვეხმაურა და ფონდის ჩამოყალიბებაც კი შემოგვთავაზა. სოფელ რეხაში, ძალიან ბევრი წმინდა ნაწილია მიწაში ჩამარხული.ერთ დღეს თომა პაპას ღვთისმშობელი გამოეცხადა, სადაც გლეხის საძოვრები იყო, ჩაეძინა და ხილვა ჰქონდა. ღვთისმშობელმა მინიშნება მისცა, ეს ადგილი გათხარეო. რომ გაიღვიძა, თავიდან ყურადღებას არ აქცევდა. რომ არ დაუჯერა, მეორედ გამოეცხადა და დასაჯა.უხუცესები იხსენებდნენ, რომ ბავშვობაში ძალიან ლამაზი ყოფილა, სანამ სახე დაეწვებოდა.- რაში მდგომარეობს, რომ დასაჯა...პირველად რომ არ მიაქცია ყურადღება, მეორედ გამოეცხადა ღვთისმშობელი  და უთქვამს, შენ დაისჯები და ნიშანი გექნება თავზეო. ეს ყველაფერი გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა.მისი ჩვენება წავიკითხე - სახლში ვიჯექი, საჭმელი იხარშებოდა, ქვაბი აიწია და გადმომესხაო. ამის მერე, დედაჩემის მამამ, რამდენიმე კაცი შეკრიბა სოფლიდან და წავიდნენ იმ ადგილის გასათხრელად, სადაც ღვთისმშობელმა მიანიშნა. ვინც ეს ადგილი გათხარა, მათი სიაც კი მოვიძიე არქივის მასალებში.გათხრების დროსაც, ბევრი სასწაული ხდებოდა. ამის შესახებ, უამრავი ინფორმაცია და ვიდეო მასალები მაქვს. არ გეგონოთ, რომ მე ვეძებდი, თავისთავად მოდიოდა ყველაფერი.ამბობდნენ, გათხრების დროს, მიწის ქვეშიდან, ზარების ხმა ისმოდა. თავად ღვთისმშობელიც კი გამოეცხადა, თომა პაპა ეუბნებოდა თურმე, დაიჩოქეთ, ღვთისმშობელი მოდისო!ამ დროს ჯავახეთის მხრიდან, კაშკაშა შუქი მოდიოდა. ზოგჯერ, მიწაც კი ირყეოდა. ამ ყველაფერს დედაც მიყვებოდა-ხოლმე, მაგრამ არ მჯეროდა. რამდენიმე ხნის წინ, 96 წლის მოხუცის ქალიშვილს შევხვდი ახალციხეში სრულიად შემთხვევით, სუფრაზე ჩემ ნათესავთან.თვითონ გამიმხილა, რომ მამამისი ცოცხალია, ახალციხეში რეხადან გადასახლებულა 1944 წელს და ბევრი რამე ახსოვსო. კითხვები მე თვითონ დავუწერე და ვთხოვე, პასუხი ვიდეოთი გადაეღოთ და გამოეგზავნათ. მისი ნაამბობი, ვთხოვე შვილებს, ჩაწერეს და გამომიგზავნეს.ამბობს, რომ მამაჩემი, ამ გათხრების მონაწილე იყოო. ერთხელ თომა პაპა გამოვიდა, იმ ადგილიდან, სადაც ქვა ჯვარი აღმოაჩინეს და დაიყვირა, ხალხნო დაიჩოქეთ, ღვთისმშობელი მობრძანდებაო!ყველამ დაიჩოქა, სასწაული ხმები ისმოდა ზეციდან, ხალხი ვერ ხედავდა, მაგრამ ღვთისმშობელი, თავად თომა პაპას ელაპარაკებოდაო.ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ბედის მომავალზე, ყველა ქართველმა იმ ადგილას უნდა ილოცოს. როცა დავინტერესდი ამ ისტორიით, აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი სასწაულები არა მარტო რეხაში, წალკის სხვა სოფლებშიც ხდებოდა.აღმოჩენილი იქნა, უხრწნელი გვამები, რომლის შეხებაზე ყველა იკურნებოდა. თომა პაპას ბიძაშვილი მიყვებოდა, ხალხი რომ მოდიოდა, იქვე იკურნებოდა, 80 წლის მოხუცსაც კი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, იქვე აეხილა თვალი.ადამიანებს, თუ რამე სიმდიდრე ჰქონდათ, ყველაფერს ტოვებდნენ, უამრავი ოქრო-ვერცხლი. მამა გიორგის უთქვამს, შევაგროვოთ და დიდი მონასტერი ავაშენოთო. როგორც ვიცი, შეწირული  ძვირფასეულობა თომა  პაპას  ბიძაშვილის -  ელიზბარ საბაძის ოჯახში იმალებოდა.ეს მითხრა, სწორედ,  ქიზიყში მცხოვრებმა ელიზბარის ქალიშვილმა დარეჯან საბაძემ. ის დღესაც ცოცხალია, 96 წლის არის, მაგრამ უკვე არაფერი ახსოვს. მისი საუბარიც ჩაწერილი მაქვს. ეს ისეთი სიწმინდე იყო, ვერავინ მიეკარებოდა. სამწუხაროდ, კომუნისტებმა გაძარცვეს, ყველაფერი წაიღეს. დედაჩემი ამბობდა, რა მოხდებოდა, ერთი რაღაც მაინც შეგვენახა, ჩვენ თუ არა, ვინმეს მაინც დარჩებოდა სამომავლოდო.ამის შემდეგ, ეს ხალხი დააპატიმრეს და ფილიპე მახარაძეს მიუყვანეს, უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ სასწაული მოხდა, ვერ დახვრიტეს. მეტეხის ციხეში სასწაულები ხდებოდა.თომა პაპაც ვერ დახვრიტეს, გამოუშვეს, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა აუკრძალეს. ერთ-ერთი ნათესავი, სახლის სხვენში მალავდა. ყველასგან გარიყეს, სიცივეში და ყინვაში ცხოვრობდა, ამბობენ სალოსი იყოო.მამა გიორგის მთელი ისტორია მოვიძიე, გაზეთში წავიკითხე, რომ თომა პაპას უფლებას აძლევდა, წირვა ჩაეტარებინა. ამ კაცმა წერა-კითხვა არ იცოდა.მამა გიორგი დარჩია, ათონელი ბერი იყო. რეხაში, სულ მოგზავნილი მღვდლები მოღვაწეობდნენ, რომლებიც ქართულად საუბარს კრძალავდნენ, ბევრს გვარები გადაუკეთეს.აღმოვაჩინე, რომ პაპაჩემის ძმა, ალექსანდრე საბაძე, გიორგი მაზნიაშვილის მეგობარი იყო, ახალქალაქი, ერთად გაათავისუფლეს.როცა ალექსანდრე რეხაში შემოვიდა, ტექსტი შეადგინა და საპატრიარქოს გაუგზავნა - გთხოვთ, ქართველი მღვდელი გამოგვიგზავნეთო! წერილს, 100 კომლი აწერდა ხელს.ძირითადად, სულ ბერძნები იყვნენ და ხალხი, ამის გამო ძალიან წუხდა. დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ამბროსი ხელაიას ბრძანებით, რეხაში მამა გიორგი დარჩია გამოუგზავნიათ.მის მოღვაწეობაზე, მოკლე ბიოგრაფია მოვიძიე. ალექსანდრეს ძმა, პაპაჩემი, ვასილ მარკოზის ძე საბაძე, 1937 წელს დაუხვრეტიათ. ეს ინფორმაციაც, ახლახან მოვიძიე, გვეუბნებოდნენ, ციმბირში გადაასახლეს, რუსი ცოლი მოიყვანა და იქ დარჩა საცხოვრებლადო. თურმე ადგილზე დაუხვრეტიათ.- რეხაში მომხდარი სასწაულები...1998 წელს რეხიდან 5 კმ -ის დაშორებულ სოფელ ავრანლოში( ძველი ქართული სოფელი თეზი) ვიყავით წირვაზე მამა მირიანთან (ნარიმანიძე) და იქ შევხვდი ანა სოტიროვას, რომელმაც გაგვაცნო მათ მიერ აღმოჩენილი ჩამარხული სალოცავი. პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მოხდა ისე, რომ ვერ ვეზიარე. პარასკევი დღე იყო, ვიფიქრე, არა უშავს, კვირას მეზობელ სოფელ ავრანლოში ვეზიარები-მეთქი.  მე და ჩემი მეგობარი მერი სხირტლაძე მამა მირიანს ქართულად რომ ვესაუბრებოდით,  მოგვიახლოვდა  ერთ-ერთი ქალბატონი - ანა  სოტიროვა,  თბილისელი  ქართველები ვეგონეთ, არ გავუმხილე, რომ რეხელი ვიყავი და გვეუბნება - წამოდით  ერთი  სალოცავი  უნდა  გაჩვენოთ,  უძველესი ქართული სალოცავი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთო. თქვენ  ქართველები ხართ და სწორედ, თქვენი  მისახედიაო. მაშინ მოგვიყვა მისი ისტორია.ძველი ქართული სოფელია თეზი, სადაც 18 სალოცავია. წირვაზე რომ მივედით, ქართველი მღვდელი, მამა მირიანი დაგვხვდა. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, დედაჩემი, მისი სულიერი შვილი იყო და სულ გვერდში ედგა.წირვის დასრულების შემდეგ, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ადგილობრივი ბერძენი ანა სოტიროვა, რომელიც ექთნად მუშაობდა. არ იცოდა ქართველები რომ ვიყავით, გვთხოვა, წამომყევით, რაღაც უნდა გაჩვენოთო.ერთ-ერთ სალოცავთან მიგვიყვანა, რომელიც მისი სახლის გვერდით იყო, ეს წმ. ნინოს სახელობის სალოცავიაო. აქ იყო ჩუქურთმიანი ქვები, წარწერები. სიზმარში ღვთისმშობელი გამოგვეცხადა და დაგვავალა, ეს ადგილი გათხარეთო. გათხრების შემდეგ აღმოვაჩინეთ, ეს წმინდა ნაწილებიო.სახლში რომ დავბრუნდი, დავინტერესდი და ერთ-ერთ მგალობელ ქალს ვთხოვე, თუ რამე ისტორია იცი, ჩვენ სოფელზე, დამიწერე და გამომიგზავნე-მეთქი. ერთ თვეში გამომიგზავნა, იმ ჩანაწერებს, ახლაც ვინახავ.- გაიხსენეთ, ბოლო დროის სასწაული...რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 2013 წელს, რეხაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. 7 წლის ბავშვს, რომელსაც უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ვერ მეტყველებდა, ვერც დადიოდა, მწოლიარე იყო, ერთ-ერთი მცხოვრების რჩევით, თომას სალოცავზე წაიყვანეს.თან მთელი სოფელი გაჰყვა. ორჯერ შემოატარეს ეკლესიას და მესამე შემოვლაზე, ბავშვმა ხმა ამოიღო, ამეტყველდა, პირველი წინადადება იყო - ნათლია მომიყვანეთო.ეს ყველაფერი, ხალხის თვალწინ ხდებოდა და უამრავი თვითმხილველი ჰყავს. სოფელში რომ ჩავედი, გადავწყვიტე ეს ოჯახი მომენახულებინა.ყველაფერი რაც მოხდა დამიდასტურეს და მას შემდეგ, კიდევ უფრო ვირწმუნე თომას სალოცავის ისტორია და გადავწყვიტე, ამ სალოცავის შესახებ, ყველანაირი ინფორმაცია მომეძიებინა.  ჩემი მშობლები სულ მიყვებოდნენ, მაგრამ არ მჯეროდა.მეორე დღეს, ჩემი სახლის უკანა მხარეს მდებარე გორაკზე ავედი, მიყვარს იქ ასვლა, ულამაზესი ხედებია. ვხედავ, რომ უამრავი ოჯახი, უკვე აღარ ცხოვრობს და გადასახლებულია. შემეშინდა, რადგან გაგებული მქონდა, რომ ლევან გოთუას, აქვს ნაწარმოები, რომელიც რეხას მიუძღვნა.- რა ნაწარმოებია...ეს ნაწარმოები, არ არის გამოქვეყნებული. მამასგან ვიცოდი, ამ ნაწარმოების შესახებ. მითხრა, რომ ალექსანდრე საბაძეს, მამამისს მიუძღვნა. მამა 1978 წელს გარდაიცვალა, ეს ამბავი სიკვდილის წინ გამიმხილა, იმ პერიოდში აკრძალული იყო გოთუას ნაწარმოებები.სულ ვეკითხებოდი ყველას ამ ნაწარმოების შესახებ, მაგრამ არავინ იცოდა. ვიფიქრე, რომ მამა ცდებოდა. 1990 წელს, ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა ლევან გოთუას და-ძმის, თამარ და ალექსანდრე გოთუების წერილები, ლევან გოთუას შესახებ, ბიოგრაფიული მონაცემები.პირველად, სწორედ ამ ჟურნალში წავიკითხე, რომ ლევან გოთუას წალკის სოფელ რეხაზე, დაწერილი ჰქონდა ნაწარმოები „ჩაძირული სოფელი“.- სად შეიძლება ამ ნაწარმოების ნახვა?არქივში მოვიძიე და მაქვს ეს ნაწარმოები, მაგრამ არსად არ არის გამოცემული. ნაწარმოების სათაურიდან გამომდინარე, დავინტერესდი ამ სოფლის ისტორიით. ყველაფერი ერთ დღეში მოხდა.დილით, 90 წლის ბიძაშვილი, მიშიკო მესტუმრა, რომელიც ძალიან მიყვარდა, ცოცხალი ენციკლოპედია იყო. საუკეთესო მოსაუბრე, საოცრად მეტყველებდა. აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავი, ზეპირად იცოდა.რომ დამინახა, ტირილი დაიწყო - ნუთუ ისე უნდა გავიდე ამ ქვეყნიდან, პაპაჩემის ამბავი, ვერ გავარკვიოო. ეს იყო საყვედური, მისი მხრიდან, რას აკეთებ თბილისში რომ ხარ, ეს ამბავი არ უნდა გამოიკვლიოო? მეც ავტირდი და შევპირდი, მე ამ ამბავს გამოვიკვლევ-მეთქი.ჩემი ახლობლის მამა ძალოვან სტრუქტურაში მაღალჩინოსანი იყო. დავურეკე და ვთხოვე, პაპაჩემზე იქნებ რაიმე ინფორმაცია მოიძიო-მეთქი.რას ამბობ, მთელი საბუთები განადგურებულიაო. მეც დავუჯერე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და დავიწყე საბუთების მოძიება. ეს მოხდა 2013 წელს. 6 სექტემბერს ჩამოვედი თბილისში და დავიწყე გამოძიება. გადავწყვიტე სახლის პრობლემები მომეგვარებინა და დალაგება გადავწყვიტე.11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, რომელსაც დედაჩემი სულ ინახავდა მარხვას, სულ ამბობდა, ამ დღეს ჩიტიც კი არ გაიფართხალებსო. ვიფიქრე, ტაძარში წავალ წირვაზე, ვეზიარები და ამ საქმის კურთხევას ავიღებ-მეთქი მოძღვართან.ისეთი რამე მოხდა, გაგიკვირდებათ, მამაოს მოვუყევი, დილით სანთელი ავიღე და კარებში რომ გავდიოდი, ფეხი გამიშეშდა და ვერ გადავდგი. ოფლმა დამასხა, ისეთი სისუსტე ვიგრძენი, სკამზე ჩამოვჯექი. ვერ წავედი, სანთელი ავანთე და უფალს პატიება ვთხოვე.სახლში წავიკითხე ლოცვები, ვიფიქრე ალბათ გადავიღალე-მეთქი და სავარძელში ჩავჯექი. ზურგით აღმოსავლეთისკენ. მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, უცებ ოთხივე კედელი გაიხსნა და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი.ამ დროს, თავზე დამადგა უფლის უზარმაზარი ქანდაკება. ეს სასწაული, არასდროს დამავიწყდება. უცებ მარჯვენა ხელი მაღლა ასწია და ორი თითის კომბინაციით, რაღაც მიმანიშნა. თან თავიდან ბოლომდე, ბრწყინავი სამოსელი ეცვა.რომ ავიხედე და დავინახე, თავი დავხარე, ვერ ვბედავდი თავის აწევას და მხოლოდ უფლის კალთებს ვუყურებდი. უცებ ეს ქანდაკება დაიძრა და დიდი სისწრაფით წავიდა აღმოსავლეთისაკენ. მიქრის დიდი სისწრაფით და უცებ, აღმოვჩნდი უსასრულო სამყაროში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ვიდექი, ჩემ მეგობრებთან ერთად.ყველა გაკვირვებული ვუყურებდით, როგორ მიფრინავდა უფალი, აღმოსავლეთისკენ. ამ მეგობრებიდან, მხოლოდ დადა-შვილი დამამახსოვრდა, მარინა, რომელიც მორწმუნე ადამიანია, თავის შვილთან ერთად.უცებ 180 გრადუსით შემოტრიალდა, იმ ხელით, რომელიც აწეული ჰქონდა, მკვეთრად აამოძრავა და ჯვარი გადაგვსახა. ისე შემეშინდა, ფეხზე წამოვხტი, და ღმერთო ჩემო, ნეტავ ეს რას ნიშნავს-მეთქი.სწორედ, მარინა გახდა მიზეზი, რომ ლევან გოთუას ნაწარმოები -  „ჩაძირული სოფელი“ მომეძიებინა. 12 საათზე ტელეფონის ზარი გაისმა, ავიღე და ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მეზობელი, სქემ-მონაზონი დედა ანა (ერში გულიკო დათიაშვილი) შემრჩა, რომელიც ქარელის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობდა.დედა ანას ხმა რომ გავიგე, გამიხარდა, რაღაც უნდა გითხრათ-მეთქი. არც მომისმინა. მხოლოდ, ეს სიტყვები მითხრა - ბავშვო, დაწერე ყველაფერი შენ სოფელზე. უფალმა უკვე მოგცა კურთხევა, არსად არ წახვიდეო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე.მეორე დღესვე, უშიშროების არქივში წავედი, შევიტანე განცხადება, პაპაჩემის შესახებ მასალები რომ მომეძიებინა, მერე წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში და 1926 წლის ნოემბრის თვის გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი მასალა ამოვიღე.ამის შემდეგ, ლევან გოთუას ნაწარმოების ძებნა დავიწყე და ჟურნალ „საქართველოს ქალში“ დაბეჭდილი მასალა აღმოვაჩინე. მაინც სულ ეჭვებში ვიყავი, იქნებ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო და არ უნდა დავიჯერო-მეთქი.ჟურნალი რომ გამოვიტანე, სადაც ლევან გოთუას ნაწარმოებზე წერდნენ, ამ სტატიის გარდა, ჟურნალში შემთხვევით აღმოვაჩინე მიტროპოლიტ კონსტანტინე მელიქიძის წერილი სიზმრებზე - ეგრევე გამეცა პასუხი. წერდა, სიზმრები მხოლოდ ეშმაკის არ არისო.იმ პერიოდში, როცა ამ მასალებს ვეძებდი, აბსოლუტურად მართული ვიყავი, თითქოს, უფალი პირდაპირ მიკარნახებდა და სწორ გზაზე მაყენებდა.ერთ დღეს ქაშუეთის ეკლესიაში მივედი, ვიფიქრე, მოვილოცებ და მერე საჯარო ბიბლიოთეკაში წავალ-მეთქი. ტაძარში, ჩემი მეგობარი მარინა დამხვდა, რომელიც გამომეცხადა და უფალმა ჯვარი გადაგვსახა.რომ დამინახა, მთხოვა, არ წახვიდე საჯაროში, სკოლაში  დირექტორმა დამიბარა და მარტო წასვლა არ მინდაო. რომ მივედით, დირექტორი მასწავლებლებს, თავისი მოგზაურობის შესახებ ამბავს უყვებოდა.ეს მართლაც, სასწაული იყო. აღმოჩნდა, რომ ყოველ ზაფხულს, თავის მოსწავლეებს საქართველოში ამოგზაურებდა და კულტურულ ძეგლებს აცნობდა.ამჯერად, ახალციხის რაიონში ყოფილან. დავჯექი და მოსმენა დავიწყე. ჰყვება, რომ მოსწავლეები სოფელ ხეოთში ჰყავდა, რომელიც ჩემი წინაპრების სამშობლოა. იცით, ხეოთი ჩემი წინაპრების სამშობლოა-მეთი, ვუთხარი.რას ამბობ, ახლა სად ცხოვრობო. წალკის რაიონ სოფელ რეხაში მეთქი. წამოხტა ფეხზე  და მეუბნება, შენ იცი, რომ შენი თავი უფალმა გამომიგზავნაო. შენ იცი, რეხაში რა არის, შეგიძლია წამიყვანოო?რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე. მე ვუთხარი, თქვენ იცით, ლევან გოთუამ რეხას ნაწარმოები რომ მიუძღვნა „ჩაძირული სოფელი“-მეთქი? არაო მიპასუხა.ლევან გოთუა ჩემი ნათესავი იყო, თუ მართალია ეგ ინფორმაცია, აუცილებლად მოვიძიებ და მოგიტანო. სწორედ, ამ ქალბატონმა მომიტანა ეს ნაწარმოები. ეს, მართლაც სასწაული იყო, ოჯახს არ მოეპოვებოდა, არქივში მოიძია და მომიტანა.- სად არის ახალა ეს ნაწარმოები, არსებობს?რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ საპატრიარქოს ტელევიზიას ვათხოვე და იქ დარჩა. რეხაზე უამრავი ინფორმაცია მოვიძიე - ბევრმა არ იცის, სამხრეთ საქართველოში, 1918 წელს, ფაქტობრივად რუსეთის ხელშეწყობით მოხდა, მართლმადიდებელი ქართველების გენოციდი. ეს არავინ იცის.პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ლენინი ომიდან გამოვიდა, რუსის ჯარში ბოლშევიკები მოვიდნენ და წარმოიდგინეთ, რას უშვრებოდნენ რუსები იქ მცხოვრებ ქართველებს.საშინელი სისასტიკით ექცეოდნენ, ტერორი და გენოციდი მოუწყვეს, მერე ეს მაჰმადიანი ქართველები, მართლმადიდებელ ქართველებზე გაბრაზდნენ, რადგან მაშინ რუსეთის მხარეს წარმოვადგენდით. ამ დროს თურქეთიდან ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქართველი წამოვიდა, რომელსაც გენოციდი მოუწყვეს.სამცხე ჯავახეთიდან 100 000 კაცი გამოიქცა, რომლებიც სოფელმა რეხამ შეიფარა.საპატრიარქოს ტელევიზიაში სასულიერო პირმა, მღვდელმა გიორგი მაჩურიშვილმა დამარეკინა, რომელიც ამ ეტაპზე, თიანეთში მოღვაწეობს.სწორედ, მაშინ მივიტანე ეს ნაწარმოები და დღემდე ვერ მოვახერხე გამოტანა. ძალიან ბევრი გვარია სამცხე-ჯავახეთიდან, ბევრმა არ იცის მისი გვარის წარმოშობის ისტორია.მაისურაძეები, კაპანაძეები მესხეთიდან გადასულები არიან, კაპანი ჯავახური სიტყვაა, ძირითადად,  იმერეთში გადასახლებულები არიან.რამდენიმე ხნის წინ, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი დამეკონტაქტა, რომელმაც თრიალეთის შესახებ, წიგნი დაწერა, შემთხვევით დავეკონტაქტე და თომა პაპას და ავრალოს სალოცავების ისტორია გავაცანი.საშუალება რომ იყოს, ამ ადგილებს, აუცილებლად გავთხრიდიო, მითხრა. ეგ მართლაც გასათხრელია, რომ ამბობენ,- „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“(იოანე ზოსიმე: ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება მეორედ მოსვლა.ძალიან საინტერესოა, სად წავიდა ის გვამები, რაც თომას სალოცავის გათხრის დროს ვერ აღმოაჩინეს. ბევრი კვლევის შემდეგ, დავადგინე ამის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია, რასაც შემდეგ მოგიყვებით, ამიტომ ძალიან მინდა, რომ ეს ადგილი ბევრმა ადამიანმა მოილოცოს, ეს მხოლოდ, მეასედი ნაწილია იმისა, რაც უკვე მოვიძიე. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი, მსახიობ ხათუნა იოსელიანთან და მის ქალიშვილთან მაკა შენგელიასთან ერთად

1678727647

„მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან, სტუმართმოყვარე ადამიანია...“ - სალომე ზურაბიშვილი აშშ -ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

6 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ, კომისიის 67-ე სესიას, სიტყვით მიმართა - ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელა.სოციალურ ქსელში გავრცელდა, აშშ -ში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოები, ქართველ მსახიობ ხათუნა იოსელიანთან ერთად.ხათუნა იოსელიანის ქალიშვილი, მაკა შენგელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქ-ნი სალომე, ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანია და არაერთხელ უმასპინძლა:გაეროში იყო ჩამოსული, საქართველოდან დელეგაცია, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა უფლებების და უსაფრთხოების თემებზე.საქართველოში წამოსვლის წინ კი, საკონსულოს დახმარებით და ორგანიზებით, ემიგრანტებს შეხვდა.ქალბატონი სალომე, აქ მუშაობდა და ცხოვრობდა პრეზიდენტობამდე და ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან, არაერთხელ გვიმასპინლა, ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანია. ქ-ნმა სალომემ ერთ-ერთი შეხვედრა მანჰეტენზე „Lotte NY Palace Hotel“ -ში გამართა, სადაც ბევრი წარჩინებული მუსიკოსი, ფიზიკოსი და სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქართველი იყო, სადაც  სხვადასხვა არსებულ პრობლემაზე ესაუბრებოდა.პრეზიდენტთან ერთად, მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, ქეთევანიც იმყოფებოდა. ბევრი ფოტო გადავიღეთ, მათ შორის, დედებმა და შვილებმა.ხათუნა, 2006 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და როცა ქ-ნი სალომეც აქ მუშაობდა, პრეზიდენტობამდე, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.2015 -ში ჩამოვედი ამერიკაში და იმ პერიოდში გავიცანი, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა, ოჯახშიც ხშირად გვეპატიჟებოდა და საუკეთესო მასპინძლობას გვიწევდა.

მსახიობი დოდო ჩოგოვაძე - „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“  (პრინცესა ბუდური)

1678206780

exclusive: „არ წავყევი შორენას როლის სინჯებზე... სხვა არჩევანი გავაკეთე, დღემდე ვნანობ...“- პირველი ინტერვიუ ქართველ „პრინცესა ბუდურისთან“ საქართველოში

მაყურებელს, ალბათ, ახსოვს საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლაღი და ლამაზი ზღაპარი - „ალადინის ჯადოსნური ლამპარი", რომელიც გადაღებულია 1966 წელს „მ. გორკის ცენტრალურ კინოსტუდიაში“ - არაბული ზღაპრის „ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“, კრებულიდან „ათას ერთი ღამე“.ზღაპარში, პრინცესას ჟასმინი ჰქვია, თუმცა, თუ იგივე ზღაპრის მიხედვით გადაღებულ საბჭოთა ფილმს -„ ალადინი და ჯადოსნური ლამპარი“ (რეჟ. ბორის რიცარევი) გავიხსენებთ, პრინცესას ბუდური ჰქვია, რომელსაც ულამაზესი ქართველი მსახიობი, დოდო ჩოგოვაძე ასრულებს.ფილმში მონაწილეობენ ასევე, ლეგენდარული ქართველი მსახიობები - ოთარ კობერიძე (სულთანი), ეკატერინე ვერულაშვილი (ალადინის დედა) და ოთარ ბილანიშვილი (ე. ბილანიშვილი) (ღამის დარაჯი, ალადინის ოჯახის მეგობარი). ალადინის (ალი ალ-მარუფის ვაჟი) როლს - ბორის ბისტროვი.დოდო ჩოგოვაძე დაიბადა, 1951 წლის 2 სექტემბერს. 14 წლის ასაკში, ითამაშა, მეფის ასულ ბუდურის როლი ფილმში - „ალადინის ჯადოსნური ლამპარი". 1967 წელს, მისი პორტრეტი, ჟურნალის - „Советский экран" ყდაზე მოხვდა, ხოლო გდრ -ში ღია ბარათი გამოსცეს, მისი გამოსახულებით.პირველად, 7 წლის ასაკში, ქართულ მხატვრულ ფილმში „მანანა" (1958 წ) გადაიღეს, სადაც შესრულებული აქვს, ერთ-ერთი ეპიზოდური როლი.დოდო ჩოგოვაძემ თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი, წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი.„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ქართულ მედიაში პირველად ჩაიწერა, ქ-ნი დოდო „ჯადოსნურ“ ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ „ალადინის“ გადაღებამდე, ფილმში „ჩვენი დროის გმირი“, ბელას როლის სინჯებზე იღებდა მონაწილეობას, სადაც რეჟისორმა, ასაკის გამო ვერ გადაიღო:დოდო ჩოგოვაძე ჩემი პირველი როლი, ფილმში „მანანა“ იყო, რომლითაც ძალიან ვამაყობ. მშობლები, ხელოვნებასთან არანაირ კავშირში არ იყვნენ. ბავშვობაში სოლოლაკში ვცხოვრობდით.მამა - ალექსანდრე ჩოგოვაძე, თბილისელი კაცი იყო, დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის გიმნაზია. დედა, ირიადა ჩოგოვაძე, ძალიან არტისტული ქალბატონი იყო და მეც ჩამინერგა ეს ნიჭი. არ მუშაობდა და ძირითადად, ჩემი აღზრდით იყო დაკავებული.მიუხედავად იმისა, რომ  ფილმში „მანანა“ ეპიზოდურ როლში ვთამაშობდი, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია. ისეთი ეპიზოდი იყო, მთელი საქართველო იცინოდა. ფილმის გადაღება, თბილისის ერთ-ერთ ეზოში მიმდინარეობდა, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი.5 წლიდან ვცეკვავდი, საკმაოდ თამამი ბავშვი ვიყავი. რეჟისორმა რომ დამინახა, რევერანსი გავუკეთე, მოვეწონე და დედას სთხოვა,  ფილმში, სადაც სკოლის ეპიზოდია, სპექტაკლის სცენაში მიმეღო მონაწილეობა.გადაღებები, თბილისის 43 -ე საშუალო სკოლაში მიმდინარეობდა. დედამ წამიყვანა გადაღებაზე, ყველა ჩემზე უფროსი იყო, მე 5 წლისაც არ ვიყავი. ჩამაცვეს პარტიზანის ფორმა, მაგრამ ქუდი ვერ მომარგეს, რა თქმა უნდა, დიდი მქონდა.ეს ის პერიოდია, როცა ბავშვებს ბაფთებს უკეთებდნენ და მეც ასევე გამიკეთეს. ამ ბაფთიან თავზე  დამახურეს დიდი ზომის ქუდი, კარგად რომ მომერგო და რაც მთავარია, როგორც ნამდვილ პარტიზანს,  მიმაწებეს ულვაშები და მხარზე იარაღი გადამკიდეს.ძალიან პატარა მხრები მქონდა და თოფი სულ მივარდებოდა, თან ამ როლში, სიმღერას ვმღერი, რომლის სიტყვებიც კი არ ვიცოდი. რეჟისორმა ამიხსნა, რომ უბრალოს პირი გააღეთ, ვითომ მღერითო.ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც ძალიან ახლო კადრია, თოფიც ჩამომივარდა და ქუდიც, მაგრამ მოვახერხე, რომ ავიღე და ისევ დავიხურე, მაგრამ ბაფთა გარეთ დამრჩა და წარმოიდგინეთ, 5 წლის ბავშვი, პარტიზანის ქუდით, ულვაშებით და ბაფთით და თან საოცრად აღებს პირს, ვითომ მღერის.ეს ყველაფერი, ახლო კადრში ჩანს და ძალიან სასაცილო სანახაობაა. ეს ფილმი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მთელი საქართველო ხარხარებდა ამ კადრზე.ბოლო კადრში, თოფი ჩამომივარდა, ალბათ უკვე ძალა აღარ მყოფნის და მივათრევ იატაკზე. პირველი ჩემი როლი, „ფეიერვერკივით“ იყო.ადრე ასე ვერ აღვიქვამდი, ახლა უკვე, სხვა თვალით ვუყურეხ, ამ როლში ჩემ თავს. რეჟისორმა დატოვა კადრი, არ ამოჭრა, იმდენად სასაცილო და საინტერესო იყო.ამის შესახებ, ჩემმა ახლობლებმა, დიდი ხნის შემდეგ გაიგეს და დღემდე ატრიალებენ ამ კადრს. ეს იყო ჩემი პირველი როლი.- როლი, რომელიც ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად შეასრულეთ...ეს, მართლაც სასწაული იყო, ბედი, როდესაც შენ ხარ სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ოთარ კობერიძე და სხვები. მთელი ცხოვრების მანძილზე, ლეგენდარულ ადამიანებთან მქონდა შეხება, დაწყებული ვახტანგ ჭაბუკიანიდან.5 წლიდან, პიონერთა სასახლეში ვცეკვავდი, ძალიან ბევრ სპექტაკლში ვიღებდი მონაწილეობას. გრიბოედოვის თეატრში - „თოვლის დედოფალი“ ვმონაწილეობდი.სასახლეში, ჩემი პირველი ქორეოგრაფი გვარად სოლოგოვი იყო. 9 წლის ასაკიდან კი, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავაგრძელე ცეკვა.- როგორ გაიხსენებდით ბ-ნ ვახტანგ ჭაბუკიანს?ბ-ნ ვახტანგთან უამრავი კარგი და ბედნიერი მოგონება მაკავშირებს. ვინც მოესწრო მის მოღვაწეობას, კარგად ემახსოვრება, რომ როცა სპექტაკლს დგამდა, მაშინ მიხვდებოდი, მის გენიალურობას.ის იყო, საქართველოსთვის თავდადებული, ჩვენთვის ნამდვილი გმირი, უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნიჭიერი ქორეოგრაფი გვყავდა და გვყავს, ის სულ სხვა იყო. ის დგამდა მუსიკას, ბ-ნმა ვახტანგმა სადიპლომო სპექტაკლში „მაკნატუნა“, მაშას როლი დამიდგა.- გაიხსენეთ, „ალადინის“ გადაღებები...ფილმში  „ალადინი“ რომ გადამიღეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ როლს. უამრავი წერილი მომდიოდა, განსაკუთრებით რუსეთიდან.ქორეოგრაფი იური ზარეცკი სულ მაშაყირებდა - „Тоже мне, звезда Голливуда!“ ვგრძნობდი, რომ ვახტანგი, სულ „ეჭვიანობდა“. ძალიან მოვწონდი, დიპლომს რომ მაძლევდა, იხუმრა - „Госкинпром“ - კინოსტუდიაში გიშვებო, მაგრამ მერე შტატში ამიყვანა და ოპერის თეატრის მოცეკვავე გავხდი.- ბავშვობიდან ბედნიერი ცხოვრება გქონდათ, როგორც ჰყვებით ყველაფერში ბედი გწყალობდათ და წარმატების მწვერვალებს იპყრობდით...ამ გადმოსახედიდან, რომ გადავხედავ ჩემ ცხოვრებას, მართლაც მწყალობდა ბედი. მქონდა, აბსოლუტური „მწვანე გზა“ და რაც მთავარია, მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები.- თქვენ ნიჭს, თან ერთოდა, თქვენი ბრწყინვალე გარეგნობა...რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს გარეგნობას. პირველი სინჯები, ფოტოებით იწყება, თან ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ძალიან ცივი გარეგნობა მქონდა. 1951 წელს ვარ დაბადებული და ჩვენი თაობის ბავშვებს, თავისუფლება აკლდა. „ალადინის“ გადაღების დროს, 15 წლის ვიყავი. იმ პერიოდში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი.- სავარაუდოდ, თქვენ გარდა, ალბათ, საბჭოთა კავშირიდან, უამრავი ადამიანი იქნებოდა სინჯებზე, თან არც ცნობილი სახე იყავით, როგორ დაგამტკიცეს „პრინცესა ბუდურის“ როლზე, ...ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, ფილმში „ცეროდენა რაინდები“ ვმონაწილეობდი. მაგრამ ალადინში მოვხვდი, არა ცეროდენადან, არამედ ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან.მანამდე, რუს რეჟისორებთან მომიწია შეხვედრა, როცა ლერმონტოვის ნაწარმოებში, როლი შემომთავაზეს და სინჯებზე დამიბარეს.ჩვენი თაობა, საკმაოდ ბევრს კითხულობდა, ძალიან განათლებული ბავშვები ვიყავით. იმ პერიოდში, არ არსებობდა ინტერნეტი, მიტომ სულ წიგნი გვეჭირა.მოხდა ისე, რომ ალადინამდე, 13 წლის ასაკში, ფილმში „ჩვენი დროის გმირი“, ბელას როლის სინჯებზე მივიღე მონაწილეობა, რომელსაც რეჟისორი სტანისლავ როსტოცკი იღებდა.ძალიან მიყვარს, ამ ფილმის სინჯების ფოტოები. რეჟისორს, ძალიან მოეწონა ჩემი გარეგნობა. როცა ამ ასაკის ბავშვი ნაკითხია, მის გარეგნობაზეც აისახება.ამ როლზე, მოსკოვიდან გამომიძახეს, დედასთან ერთად ჩავფრინდი. ძალიან მოვეწონე რეჟისორს, მაგრამ პატარა ასაკის ვიყავი და ამიტომ უარი მითხრეს, ბევრი სასიყვარულო სცენები იყო და რეჟისორმა დედაჩემს უთხრა - ძალიან მომწონს, მაგრამ პატარაა და როგორც არასრულწლოვანი, ამ როლში რომ ვათამაშო, დამიჭერენო.მართალია, გარეგნულად არ მეტყობოდა, მაგრამ საკმაოდ პატარა ვიყავი. მთავარი როლის შემსრულებელი ვლადიმერ ივაშოვიც კი გამაცნო, მაგრამ საბოლოოდ, ბელას როლზე, სხვა მსახიობი (სილვია ბეროვა) დაამტკიცეს.რამდენიმე ხნის შემდეგ, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ასისტენტები, ფილმისთვის „ალადინი“, არჩევდნენ გოგონებს. იმ პერიოდში, ვინც ბალეტს ცეკვავდა, გარეგნობით, ყველა ლამაზი იყო და მსახიობობისთვის, თითქმის მზად იყვნენ. ბუდურის როლზე სინჯებში, ძალიან ცნობილ მსახიობი ირინა პეჩერნიკოვა იღებდა მონაწილეობას და ისევ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რეჟისორს, მისი დამტკიცება უნდოდა.- გამოდის, რომ ამ ფილმშიც ასაკის გამო არ დაგამტკიცეს, სავარაუდოდ, პეჩერნიკოვა თქვენზე უფროსი იქნებოდა...როდესაც რეჟისორს უნდა, რომ პარტნიორს ეამბოროს, არასრულწლოვანთან ერიდება, თავს იკავებს. მართალია, ირინა 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ გარეგნულად არ ეტყობოდა. „ალადინში“ ვერ მოხვდა, მაგრამ იმავე წელს, გადაიღეს ფილმში -  „ქვის სტუმარი“.(каменный гость 1966 წ.)სინჯებზე, ჩემს გარდა, კიდევ ერთი ქართველი მსახიობი, ულამაზესი ლეილა ყიფიანი მონაწილეობდა. საქართველოდან, ორი ქართველი ვიყავით, მოხდა ისე, რომ მე ამირჩიეს და საბოლოოდ, როლზე დამამტკიცეს.  რეჟისორმა, თავის თავზე აიღო უამრავი სირთულე და პასუხისმგებლობა, რადგან მსახიობი არ ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად იგრძნო, რომ მე უკვე არტისტი ვიყავი. ფაქტია, რომ ვისაც ქორეოგრაფიული სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, უკვე  სრულყოფილი მსახიობი იყო.- როდის დაიწყო, თქვენი სამსახიობო კარიერა...თეატრში რომ მივედი, შტატში, ბალეტის მსახიობად ამიყვანეს, ამის შემდეგ, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, დოდო ალექსიძის ხელმძღვანელობით -  სპეციალობით, თეატრის და კინოს მსახიობი.აქედან დაიწყო, ჩემი სამსახიობო კარიერა, მართლაც სასწაული იყო - დოდო ალექსიძე და მიხეილ თუმანიშვილთან ერთად. ამ გადმოსახედიდან, რომ ვიხსენებ, მართლაც სასწაული დრო იყო.- საინტერესოა, ასეთი შესანიშნავი გარეგნობის ქალბატონმა, რომელმაც ისეთ ცნობილ ფილმებში მიიღეთ მონაწილეობა, რომელიც დღემდე ისევ რეიტინგულია, რატომ აღარ გააგრძელეთ სამსახიობო კარიერა...ეს არ იყო ჩემი ბრალი, ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა. როგორც მსახიობს, ძალიან დიდი პოპულარობა მქონდა რუსეთში, რადგან ჩემთვის ორი სცენარი დაიწერა.„Русалочка“ (ქალთევზა)  და „Аэли́та“(აელიტა - ა ტოლსტოი), რომლის მთელი მოქმედება, მარსზე მიმდინარეობს.ფილმების სცენარები რომ წავიკითხე, ზუსტად ჩემი პორტრეტი იყო აღწერილი. ორ მხატვრულ ფილმში უნდა მეთამაშა. საინტერესო ფაქტი მოხდა, იმ პერიოდში „დიდოსტატის მარჯვენას“ იღებდნენ და შორენას როლის სინჯებზე დამიბარეს, გული მწყდება, რომ არ წავყევი სინჯებზე, დაჟინებით მთხოვდნენ და მელოდებოდნენ.ძალიან მერიდებოდა, რადგან ჩემზე ორი ფილმის სცენარი იყო დაწერილი. სავარაუდოდ, დიდი შეცდომა დავუშვი, რას იზამ, ყველას ემართება შეცდომები, გამოუცდელი ვიყავი და ვერ გავთვალე!რაც გაქვს, ის უნდა მიიღო! - ეს არის მსახიობის ცხოვრება. არტისტი, უნდა იყოს ეკრანზე, როცა რამდენიმე წელი არ ჩნდება, უკვე პრობლემაა.- სამი ქართველი მონაწილეობდით „ალადინში“, მათ შორის, ოთარ კობერიძე...ოთარი, ჩემი მეორე მამა იყო. ბუნებით, იმდენად ახალგაზრდა იყო, თან დარწმუნებული თავის თავში, რომ ასაკს ვერ იგრძნობდი. როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ეროვნების ქალები.დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აბოდებდნენ ოთარზე. ალადინის გადაღებებიდან თბილისში რომ დავბრუნდით, სახლში დამპატიჟა, სწორედ მაშინ გავიცანი მისი ულამაზესი მეუღლე - ლია ელიავა.ძალიან მომწონდა ეს ქალბატონი, სამზარეულოში მისახმარებლად გავყევი, რაღაცას ამზადებდა და მითხრა - ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსახიობი არის „белоручка“, მაგრამ ასე არ არისო, რატომღაც, ძალიან დამამახსოვრდა ეს სიტყვები.ერთ დღეს ბ-ნი თემურ ჩხეიძე შემხვდა, რომელთანაც მქონდა ბედნიერება და მრავალი წელი ვიმუშავე, სად დაიკარგეო მკითხა. მომერიდა ამეხსნა, რომ გავთხოვდი, ბავშვი გავაჩინე და დრო აღარ მაქვს-მეთქი.თემურთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. პირველ კურსზე შევხვდი, როდესაც დგამდა სპექტაკლს „მარიკიტა“, სადაც ქ-ნი მარინა ჯანაშია თამაშობდა, მაშინ მე-4 კურსის სტუდენტები იყვნენ, გამოსაშვებ სპექტაკლზე მუშაობდა. იცოდა, რომ ვცეკვავდი და მთხოვა, სპექტაკლისთვის ცეკვა დამედგა.ეს იყო, ჩვენი პირველი შეხვედრა. ამის შემდეგ, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, თეატრალურში ვასწავლიდი, ჯგუფები მყავდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ისეთ რეჟისორებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვის შრომას, თვითონ პიროვნებები არიან.თემური, ასეთი ადამიანი იყო - საოცარი შეფასების უნარი ჰქონდა, უნიჭიერესი რეჟისორი და ამავე დროს, ძალიან ყურადღებიანი და მადლიერი ადამიანი.რუსეთში ვიმუშავე ასევე, რეჟისორ კუზნეცოვთან, რომელმაც დადგა სპექტაკლი „ციური მერცხლები“ (Небесные ласточки), რომელიც პეტერბურგში, ასპირანტურაში ჩემი ხელმძღვანელი იყო.მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ, ფილმში აღარ გადავუღივარ, არც შემოთავაზება მქონია. მთავარ როლში არა, მხოლოდ ეპიზოდებში მიღებდნენ - „აბესალომ და ეთერი“(მურმანის და), „В небе „ночные ведьмы“(რეჟ. ევგენი ჟიგულენკო 1981 წ.) სოფიკოს როლში გადამიღეს.- მოგვიყევით, თქვენ მეუღლეზე... 23 წლის გავთხოვდი, არც ისე პატარა ვიყავი. ჩემი ყოფილი მეუღლეა, ცნობილი მუსიკოსი, კინოოპერატორი და მხატვარი - დავით შუშანია. ერთმანეთი, თეატრში გავიცანით. ძალიან კარგად უკრავდა და ხატავდა. საერთო სპექტაკლები გვქონდა. ჩვენი ქალიშვილი ნინიკო რომ დაიბადა, მას მერე, 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის  თეატრის კინოფაკულტეტი ოპერატორის სპეციალობით (ლ. პაატაშვილის სახელოსნო)დამდგმელი ოპერატორია ფილმების - „ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987), „ცისად, ცისად გვემული" (ბ. გიორგობიანი, 1988), „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა" (ლ. თუთბერიძე, 1988), „უცხო" (გ. ჩოხელი, 1988), „ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), „ბედიანი" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1993), „პროლოგი გრძელი პიესისთვის" (ქ. გუჯაბიძე, 2003).ვერ გეტყვით, შემთხვევით შევხვდით თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა. არაჩვეულებრივი ტენორი იყო, გარეგნობაც ხელს უწყობდა, ხშირად მიმღეროდა, დღემდე წარმატებული მუსიკოსია.ახალგაზრდა, მაღალი, ნიჭიერი, სიმპათიური, სექსუალური მამაკაცი - მეტი რა უნდა ნდომებოდა, ახალგაზრდა გოგოს.მართალია, გავეყარეთ ერთმანეთს, მაგრამ გვყავს ქალიშვილი ნინო შუშანია. ძალიან ბედნიერი დედა და ბებია ვარ. პროფესიით მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ძალიან უნდოდა მაგისტრატურაში ჩაბარება, მაგრამ ვერ შეძლო, გარკვეული მიზეზების გამო. დიდი ხანია უკვე, საკმაოდ წარმატებული ფსიქოლოგია.- შეუძლებელია, ასეთ სილამაზეს, არ გყოლოდათ უამრავი თაყვანისმცემელი...ნამდვილად ასეა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან პატარა ვიყავი და ჩემზე ასეთი წარმატება, კი არ მიხაროდა, ან მაშინებდა, მაბრკოლებდა.სულ ვერიდებოდი ასეთ სიტუაციებს. საბჭოთა კავშირიდან მომდიოდა უამრავი წერილი, მაგრამ არც ერთისთვის არ გამიცია პასუხი, ამისათვის, საკმაოდ პატარა ვიყავი. არც ინტერნეტი იყო, ათასობით წერილს ვიღებდი, რომელი ერთისთვის მეპასუხა.- როლი, რომელზედაც დღემდე გული გწყდებათ...რა თქმა უნდა, შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“ - კ. გამსახურდია), როდესაც მე უარი ვთქვი კოლონკელიძის როლზე და სხვა არჩევანი გავაკეთე. გული მწყდება ძალიან, დღემდე ვნანობ. - თეატრში მოღვაწეობდით?რუსთავის თეატრის მსახიობი ვიყავი, ვთამაშობდი სპექტაკლში „კუკარაჩა“(დედა), ს. მრევლიშვილის სპექტაკლში „ოფელია“, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღარ გავაგრძელე თეატრალური ცხოვრება, რადგან ქორეოგრაფია ავირჩიე და დაახლოებით 25 წლის ასაკში, პედაგოგი გავხდი.დღემდე თეატრალურ უნივერსიტეტში ვმუშაობ, ცეკვას და რითმიკას ვასწავლიდი, ამ ეტაპზე, კონსულტანტის თანამდებობაზე ვარ დანიშნული.- რას ეტყოდით თქვენ თაყვანისმცემლებს... ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ პირადად არ ვცემდი პასუხს მათ წერილებს, არც ინტერნეტი არსებობდა. წერილებს ვიღებდი ციხეებიდანაც კი, მომდიოდა უამრავი ამანათი.ეს იმდენად დიდი სიყვარულია, რომ ჩემამდე მოდის, ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ჩემი როლები მოსწონთ. მსახიობები, ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებთ.- ფილმში გადაღება რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?რა თქმა უნდა, არც დავფიქრდები! მაგრამ ერთს ვიტყვი, ალბათ, ყველა როლზე ვერ ვიტყვი თანხმობას. დღემდე მონაწილეობას ვიღებ სერიალში („მზარეულები“ - მამიდა) და რეკლამებში, მიუხედავად იმის რომ რეკლამა მსახიობისთვის არ არის სანატრელი, უბრალოდ პიარია.ძირითადად, გარეგნობის გამო მიღებენ. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემი როლი არ მითამაშია, ჯერ!  

თამაზ სეფერთელაძე - ანსამბლი „ცისფერი ტრიო“

1677781068

exclusive:„კულისებში გვივარდებოდნენ, ხელში ავყავდით და ჰაერში გვისროდნენ“... - თამაზ სეფერთელაძის უკანასკნელი ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“

74 წლის ასაკში, გარდაიცვალა ლეგენდარულ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას, ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.ყველასთვის საყვარელი და პოპულარული ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“, რომელიც 1972 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ქართველი მსმენელის წინაშე, დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა.ტრიოს წევრები, საქართველოს სახალხო არტისტები –  დავით აბესაძე, თამაზ სეფერთელაძე და მალხაზ თავართქილაძე არიან, რომლებიც 2002 წელს, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. მათი სიმღერების უმრავლესობას, ანსამბლი „ორერაც” ასრულებდა.2009 წელს, ანსამბლს დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ „ცისფერ ტრიოს” ვარსკვლავი გაუხსნეს.დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პანდემიის დასაწყისში, „პრაიმტაიმი“ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ წევრებს დაუკავშირდა და მათ ტრიუმფალურ გასტროლებზე, პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ეს იყო, ბ-ნი თამაზის ბოლო ინტერვიუ, რასაც უცვლელად გთავაზობთ:– თამაზ სეფერთელაძე (მეორე ტენორი)1970-იან წლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული იყო ვაჟთა კაპელა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება იუზა კუბლაშვილი.ვაჟთა ანსამბლში, რომელსაც „სახალხო კაპელას“ წოდება მიენიჭა, ჩვენი ტრიოს ყველა მონაწილე ვმღეროდით და სწორედ, აქ გავიცანით ერთმანეთი.– როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი?დათო და მალხაზი არქიტექტურაზე სწავლობდნენ, მე სხვა ფაკულტეტზე. ფაკულტეტებს შორის, ოლიმპიადები იმართებოდა და სწორედ, იმ დროს, 1972 წელს ჩამოვყალიბდით.თბილისის საესტრადო სიმღერების კონკურსი ტარდებოდა, სადაც ჟიურის თავმჯდომარე იყო რევაზ ლაღიძე. კონკურსი სპორტის სასახლეში ჩატარდა, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და პირველი ადგილი დავიმსახურეთ. ეს იყო ჩვენი პირველი წარმატება.– პირველი გასტროლი და თქვენი ემოციები…პირველი გასტროლი, 1973 წელს, დასავლეთ ბერლინში გვქონდა, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი და ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. თითქმის, მთელი მსოფლიო გვაქვს შემოვლილი.- გასტროლი სუხიშვილებთან ერთად…როცა უკვე, საკმაოდ პოპულარულები გავხდით, ერთ-ერთ საახალწლო კონცერტის გადაღების დროს, ქ-ნმა ნინო რამიშვილმა და ბ-ნმა ილიკო სუხიშვილმა სტუდიაში დაგვიძახეს და შემოგვთავაზეს, ანსამბლთან ერთად, საგასტროლო ტურნეებში მონაწილეობა.რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ეს ჩვენთვის, დიდი პატივი იყო. სუხიშვილების გარდა, უამრავი სხვა შემოთავაზებებიც გვქონდა.აშშ-ში, სადაც სუხიშვილების ცეცხლოვანი ცეკვების („მთიულური“, „ფარიკაობა“, „ყაზბეგური“) ფონზე, „ინგრეოდა“ დარბაზი, ამ დროს, ჩვენი მინორული სიმღერებით, იგივე ეფექტს ვახდენდით მაყურებელზე.წარმოიდგინეთ, ეს საოცარი „ცეცხლოვანი“ ცეკვა მთავრდება და ამის შემდეგ, სამი კაცი გადიხარ გიტარით და მინორში მღერი. მაყურებელი, ამ დროს არის შემფასებელი.იგივე ხდებოდა იაპონიაშიც. იაპონია საერთოდ ძალიან მუსიკალური ქვეყანაა, ძალიან უყვართ სიმღერა. იცით, როგორ გამოხატავდნენ მოწონებას? - კულისებში გვივარდებოდნენ, ხელში ავყავდით და ჰაერში „გვისროდნენ“ – ასეთი სახით გამოხატავენ მოწონებას სტუმრების მიმართ.– 15 წლიანი პაუზა…90-იანი წლების ბოლოდან, კონცერტები აღარ გვქონია. იმ პერიოდი, კულტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, რაც ჩემთვის, ხელშემშლელი ფაქტორი იყო.დაახლოებით, 1998 წლიდან, ისევ განვაახლეთ კონცერტები. 2009 წელს კი, ვარსკვლავი გაგვიხსნეს. დიდ ღონისძიებებზე და გალა კონცერტებზეც ვიღებდით მონაწილეობას.ისე დაემთხვა, რომ რეპერტუარიც აღარ გვაქვს, ჩვენი პროგრამა ცოტა რთულია და ახალი სიმღერები აღარ იწერება, ჩვენი სიმღერების რეპერტუარი, ოჯახებიდანაა მოპოვებული, ზოგჯერ, ავტორიც კი არ ვიცოდით, ისე ვმღეროდით, მერე ვიგებდით, ვისი სიმღერა იყო.ავტორი თავად გვიკავშირდებოდა. ძირითადად, ნუნუ დუღაშვილის, რევაზ ლაღიძის, ეთერ ჭელიძის რეპერტუარს ვასრულებდით.– რომელ სიმღერას გამოარჩევდით?ჩემთვის, ჩვენი რეპერტუარის ყველა სიმღერა საყვარელია, მაგრამ პოპურის შემდეგ, „ლურჯი აპრილი“ მაინც ყველაზე გამორჩეული რეტროა, ძირითადად, ამ სიმღერით დავიწყეთ ჩვენი შემოქმედება, რასაც მოჰყვა – „ზამთარია სიცივეა“.– თქვენი ოჯახი…მყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. არც ერთი არ არის პროფესიონალი მომღერალი, თუმცა, მღერიან. მართალია ჩემი მეუღლე, რუსუდან ვადაჭკორია (ენდოკრინოლოგი) პროფესიით ექიმია, მაგრამ ისიც კარგად მღერის.– სამომავლო გეგმები…ახლა ცოტა რთული პერიოდი გვაქვს. ჩვენი ტრიოს ერთ-ერთ წევრ დათო აბესაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები შექმნა, ოთხი თვე გერმანიაში იყო სამკურნალოდ, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.ახალი ჩამოსულია და რეაბილიტაცია სჭირდება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი არსებობის 50 წლისთავი აღვნიშნოთ. თუ მშვიდობა იქნება და პანდემია არ შეგვიშლის ხელს, 2020 წელს აუცილებლად გავაკეთებთ. ახალ პროგრამასაც ვგეგმავთ, მაგრამ დათოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ ვახერხებთ.მალხაზ თავართქილაძე (ბარიტონი, გიტარა)ჩვენი განვლილი წლებიდან, ბევრის გახსენება შეიძლება. სპეციალობით, არქიტექტორი ვარ. მყავს მეუღლე – მარინა ჩიჯავაძე და ორი შვილი, რომლებიც ასევე, არქიტექტორები არიან.მე და დათო აბესაძე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით და იქ გავიცანით ერთმანეთი. იმ პერიოდში, უმაღლესი სასწავლებლების ყველა ფაკულტეტს, თავისი ანსამბლი ჰყავდა.ასეთი ტრადიცია იყო, იმართებოდა ფაკულტეტებს შორის შეჯიბრება. ჩვენი ურთიერთობები, მრავალ წელს ითვლის, მაგრამ ძირითადად, სიმღერამ დაგვაკავშირა.ასევე, ინსტიტუტის ანსამბლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თავიდან, მე და დათო ვმეგობრობდით, მერე შევხვდით თამაზს. 1972 წელს შევქმენით ტრიო და ერთად ვმღეროდით, თან ვერთობოდით. პროფესიონალ მომღერლად, არასდროს ჩამითვლია თავი, არც ახლა ვთვლი.არაპროფესიონალი მომღერალი ვარ და ვიქნები. მუსიკასთან, მანამდე, მოყვარული დამოკიდებულება მქონდა, ელექტროგიტარა მიყვარდა და ვუკრავდი. სკოლის პერიოდში, ჩემი ხელით გაკეთებული ელექტროგიტარა მქონდა. გამოფენაზე მქონდა წაღებული და სიგელიც კი დავიმსახურე.– მუსიკალური განათლება, ანსამბლის არცერთ წევრს არ გაქვთ?სამწუხაროდ არა. მუსიკალური ნოტებიც კი არ ვიცით (იცინის). როცა სიმღერებს ვაკეთებ ზოგჯერ „საშინელება“ მემართება, კარგ აკორდს ვიჭერ და იმის გამო, რომ ვერ ვწერ, ზოგჯერ მავიწყდება. სიმღერების დამუშავება, სერიოზული თემაა და ყოველთვის დიდი დრო გვჭირდებოდა, სანამ ხმებში გავშლიდით.– პირველი სიმღერა…პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეპერტუარიდან, ძალიან საინტერესო იყო ოთარ რამიშვილის სიმღერები, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ.ოთართან ვმეგობრობდით და ხშირად, სამსახურიდან მასთან სახლში მივდიოდით. მაშინ „საქქალაქმშენპროექტში“ (არქიტექტურულ სახელოსნოში) ვმუშაობდი, რომელიც ტერიტორიულად, ახლოს იყო ოთარის სახლთან.ოთარს უყვარდა სუფრების გაშლა და მასპინძლობა. მისი მეუღლე – ნაზი, საოცარი ქალბატონი, კარგი დიასახლისია, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით გვიმასპინძლდებოდა. ოთარის სიმღერებიდან, ძალიან ძნელი და რთული წარმოსადგენი იყო, ტრიოს რეპერტუარში მისი მღერა.თავად ოთარი, სულ სხვა ემოციით მღეროდა. ჩავიწერეთ მისი სიმღერები და 6-7 თვის განმავლობაში ვუსმენდით, რთული იყო სამ ხმაში მისი დამუშავება, მაგრამ დიდი ხნის მოსმენის შემდეგ, ინტონაციები თავისით დალაგდა.პირველი სიმღერა რომელიც შევქმენით, ეს იყო „ფოთოლი ტირის“. ზედმეტად თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ბევრი ვიშრომე და ვიბრძოლე ამ სიმღერაზე, რომ ჩვენს რეპერტუარში შეგვეტანა.სხვათა შორის, ამის შემდეგ, ოთარი ცნობილი პიროვნება გახდა. ოთარი ყოფილი პატიმარი იყო და ამის გამო, სცენაზე გასვლის უფლება არ ჰქონდა, მისი სიმღერები, დაბლოკილი იყო.ოთარის პირველი გამოსვლა, ერთ-ერთი კონცერტი – „პაემანი ვერაზე“ იყო, რომლის რეჟისორი ბ-ნი გიზო ნიშნიანიძე იყო. ოთარი, სცენის კიბეზე ჩამოჯდა გიტარით და თავის უჩვეულო ხმით ააგრიალა დარბაზი. ეს, მისი პირველი გამოსვლა იყო.– ყველაზე დიდი ტრიუმფი…სუხიშვილის ანსამბლის გარდა, სხვადასხვა ანსამბლთან ერთად ვმოგზაურობდით, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ანსამბლ „გორდასთან“, ასევე, სუხიშვილებთან ერთად, ბევრ გასტროლზე ვიყავით. იმ პერიოდში, არენაზე, ძალიან ცოტა ანსამბლი იყო.ცეკვის ანსამბლთან ერთად, ჩვენი გამოსვლა, ძალიან დიდი კონტრასტი იყო. „ცეცხლოვანი“ ცეკვების შემდეგ, ჩვენი „ღიღინი“, ძალიან დიდ ეფექტს ქმნიდა.მათთან ერთად ყოფნა, ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო. კულისებიდან ვუყურებდი მათ გამოსვლებს, რომელიც ნამდვილ „დიდგორის ბრძოლას“ ჰგავდა.ყველაზე კარგი მსმენელი, ყველაზე განვითარებული ქვეყნების ხალხია. დასავლეთ გერმანია, ავსტრია, სადაც გვთხოვდნენ მუსიკალურ სკოლებში ჩაგვეტარებინა კონცერტები.ყველაზე რთული იყო ჩვენი მოგზაურობა აფრიკის და აზიის ქვეყნებში. სადაც მონოკულტურა ნაკლებად არის განვითარებული. თან განსხვავებული ტრადიციები აქვთ.– რაზე გწყდებათ გული?სამწუხაროდ, დიდი ხანია სცენაზე აღარ ვჩანვართ, მიზეზი, დათოს ჯანმრთელობის პრობლემაა. ცოტა ხნის წინ, ქ-ნი ნუნუ დუღაშვილის საღამო გაიმართა, სადაც ჩვენ ვერ მივიღეთ მონაწილეობა, ისე არც არავის დავუპატიჟებივართ.მართალია, დათოს არ შეუძლია სიარული, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, რომ არც არავინ გვახსენა. ჩვენი რეპერტუარი, ძირითადად, ქ-ნ ნუნუს სიმღერებისგან შედგება, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ვუთხარი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მეთქი, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია.მინდა გითხრათ, რომ ქ-ნი ნუნუს ერთ-ერთი სიმღერის – „ქართულო მიწავ“ ტექსტი, ჩემს მეგობარ, პოეტ მიხეილ ქვლივიძეს ეკუთვნის.პოეტმა, მის ერთ-ერთ იუბილეზე მთხოვა, რომ მისი რომელიმე ლექსი გამოგვეყენებინა და ქ-ნ ნუნუს ვთხოვე, რომ მის ლექსზე „ქართულო მიწავ“, მუსიკა დაეწერა.ასე შეიქმნა, ეს სიმღერა. ვუსმენდი გადაცემას და გულდასაწყვეტია, რომ არავინ ახსენა, ამ სიმღერის შექმნის ისტორია, არც ქ-ნ ნუნუს გახსენებია.ამისთვის ჯილდოს არც არავინ გადმოგვცემდა, მაგრამ სიმართლე უნდა ეთქვათ, ნამდვილად გული მწყდება. რომელი ერთი გავიხსენო – „იმერეთის ნიავო“, „ქუთაისო“, ბათუმი რად ღირს მარტო“, „გადამრიე, გადამრიე“ – ეს სიმღერები, პირველად, ჩვენ შევასრულეთ და ძირითადად, ჩვენგან გახმაურდა.- დათო აბესაძე (პირველი ტენორი, გიტარა)ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ოპერაცია გავიკეთე, სისხლძარღვების პრობლემა მქონდა. ოთხი თვე გერმანიაში ვიყავი. რაც ჩამოვედი ვწევარ – ეს, ერთ-ერთი მიზეზია, ჩვენი დაკარგვის.თავი „მოვისაწყლო“ და ვთქვა, რომ „დავბერდით“, ცოტა სიმართლეს კი შეესაბამება.70 წელს მიტანებული კაცი, რომ ისე ვერ იმღერებს, როგორც 25 წლის ბიჭი, არ უნდა ამას დიდი მტკიცება! სახლიდან ვერ გავდივარ. რომც გვქონოდა შემოთავაზება, მაინც ვერ წავიდოდით. ძალიან გული დამწყდებოდა, მაგრამ მაინც ვერ მივიდოდი.– თქვენი ოჯახი…მყავს მეუღლე, ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი. ჩემი მეუღლე ნინო აბესაძე, მუსიკის პედაგოგია. უფროსი ვაჟი ნოდარი, ამ ეტაპზე მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტზე მუშაობს, ჰყავს ორი შვილი. უმცროსი ვაჟი გიგა, არ ღალატობს მამის პროფესიას.2 წლის წინ კონსერვატორია დაამთავრა და ამ ეტაპზე, კლასიკაში უნდა რომ მოსინჯოს თავის ბედი და შესაძლებლობა.– როგორ ეწყობოდით ერთმანეთს, ანსამბლის წევრები?ვინმეს რომ ენახა, როგორ ვკამათობდით და ვჩხუბობდით თითო ფრაზაზე, აუცილებლად გაუკვირდებოდა, ესენი ერთად როგორ მღერიანო? (იცინის), მაგრამ ჩვენმა „ჩხუბმა“ შედეგი გამოიღო.ჩვენი არაპროფესიონალური ცოდნა, ცოტა კი გვიშლიდა ხელს, მაგრამ თვითონ კომპოზიტორების წყალობით ვახერხებდით, გვისწორებდნენ შეცდომებს.არც ერთმა, არ ვიცოდით ნოტები. მუსიკას, მესამე კლასამდე ვსწავლობდი, რა ნოტები უნდა მცოდნოდა! (იცინის). არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ სიმღერებზე მუშაობას ძალიან დიდი დროს და ენერგიას ვუთმობდით. თითოეულ ფრაზას, თითოეულ ლექსსაც კი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. არც ერთს წევრს, პროფესიული მუსიკალური განათლება არ გვაქვს.ძირითადად, ვაჟთა კაპელაში ჩამოვყალიბდით, რამდენიმე ხანში, გამოვეყავით კაპელას და ტრიო შევქმენით. გადავწყვიტეთ მოგვესინჯა მონატრებული ჟანრი და სიმღერები. საბედნიეროდ, ჩვენმა დიდმა შრომამ, გარკვეული შედეგიც გამოიღო.– ყველაზე მნიშვნელოვანი გასტროლი…სანამ ევროპის გარშემო წავიდოდით კრუიზში, დაუვიწყარი კონცერტები გვქონდა სოხუმში, გაგრაში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ოზურგეთში, ქუთაისში.პირველი გასტროლი, დასავლეთ ბერლინში, მართლაც სასწაული იყო, პირველად ვიყავით უცხოეთში და უცებ „დაგვეჯახა“ ამხელა კულტურა, თან მე და მალხაზი ხომ არქიტექტორები ვართ!მშენებლობის დონე, ხარისხი ჩემთვის სასწაული იყო. მალხაზს, ერთხელ ისიც ვუთხარი, შეხედე რა სწორი კედლები აქვს შენობებს მეთქი? (იცინის).ჩილეში ერთ-ერთი კონცერტის დროს, როცა „მოგონებანი გარდასულ დღეთა“ (1982 წ. ტექსტი - პეტრე (გრუზინსკი) ბაგრატიონი, მუსიკა - ჯანსუღ კახიძე). ვმღეროდით, შუა სიმღერის დროს, როცა ვამბობთ – „რად მოდიოდი პატარავ ჩემთან“, აპლოდისმენტები გაისმა. ეს მართლაც სასწაული იყო.გული მწყდება, რომ მეტი კონცერტების გატანა შეიძლებოდა საზღვარგარეთ, არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ანსამბლების. შენზე უკეთესი დესპანი შენი ქვეყნის, არ მგონია ვინმე იყოს!– რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ სიმღერა უნდა იყოს ნამდვილი, პროფესიონალური და არა „მიფუჩეჩებული“. ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა.ბევრი საუკეთესო ანსამბლია „შავნაბადა“, სიონის საკათედრო ტაძრის ანსამბლი და უამრავი სხვა, რომლებიც შესანიშნავად მღერიან. გული მწყდება, რომ დროებითმა პანდემიამ შეაჩერა ეს ყველაფერი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი აღდგება, ხალხმა გამოცდილება მიიღო.მოვსპეთ ყველაფერი, ჰაერი, წყალი, ტყე, ურთიერთობები, რაც აქ ხდება არასწორია, ამდენი შეურაცხყოფა ამდენი ლანძღვა. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ქრება. თუ ადამიანს სიყვარული შეუძლია, სუფთა გრძნობა აქვს, ეს სხვა ურთიერთობებშიც უნდა ჩანდეს.არ შეიძლება, სისულელეებზე წერო სიმღერები. შეუძლებელია, რომ 12 წლის ბავშვმა თქვას, „ჩემს მეთორმეტე ალბომს ვუშვებო“. ჯერ უნდა ისწავლო და მერე უნდა თქვა შენი სიტყვა. მაგალითად, როცა ზაურ ბოლქვაძე მღეროდა, სულის ნაწილს ატანდა.არის ისეთი ანსამბლები, რომლებიც ყველაფერ ამას, თავს ართმევს. სუხიშვილების ანსამბლს რომ ვუყურებ, მიხარია, სადამდე მივიდნენ უკვე, ეს არის, დიდი შრომის და სიყვარულის შედეგი.როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაზე კარგია. პირველ რიგში უყვარდეთ ის საქმე, რასაც ემსახურებიან. აუცილებელია, შენი ქვეყანა გიყვარდეს. ერთხელ ჩემმა მეგობარმა თემურ ჭკუასელმა მითხრა, – სამშობლოს სიყვარული ჩუმად არ შეიძლება, მაინცდამაინც უნდა ვიკივლოო? სამშობლოს სიყვარული, გულში უნდა გედოს და მთელი გულით უნდა ემსახურებოდე.რა გზასაც აირჩევ, ბოლომდე იმ გზით უნდა იარო. არ მესმის, როგორ შეიძლება აირჩიო სამშობლო, მშობლები, დედმამიშვილი. რაც მეტ სიკეთეს გააკეთებ, მეტს მოიმკი.მადლიერების გრძნობა არ დაკარგონ. როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, უნდა დაინახო.ახალგაზრდებს ვურჩევდი, თუ ესტრადისკენ მიუწევს გული, „ბიტლზებს“ მოუსმინონ!ახალ სიმღერას რომ მოვისმენდით, სამივეს თუ ერთნაირი რეაქცია გვქონდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ეს სიმღერა უნდა გვემღერა. მუშაობის დროს, ზოგჯერ ისე ვჩხუბობდით, „ცოცხლად ვჭამდით“ ერთმანეთს, ხშირად ვკამათობდით.ამის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. რომ არ ვთქვა არ შემიძლია, როგორ შეიძლება ადამიანი იუმორის გარეშე.აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ თუ რამეს მივაღწიეთ, იუმორი რომ არ ყოფილო, ვერ „გავქაჩავდით“. გჭირდება ეს გრძნობა. ამდენი ნეგატივი თრგუნავს ადამიანს! ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, სიმშვიდე იყოს ქვეყანაში.სამომავლოდ, დაწყებული გვაქვს ახალი რეპერტუარი, ოთარ რამიშვილის სიმღერებიდან. ღმერთი მოწყალეა, თუ შევძელით, აუცილებლად გავაკეთებთ! 

ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის პედაგოგი იოსებ ჟღენტი

1676312650

„თეატრთან რომ ჩავიარე, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემი პერსონაჟი ისევ სცენაზეა...“- ზესტაფონელი მასწავლებლის ახდენილი ოცნება

„თქვენი ინტერვიუს დროს, ისეთ ხასიათზე დავდექი, ისე მომენატრა სცენა, შეიძლება თქვენთან საუბრის შემდეგ, გავიქცე თეატრში, ჩავართვევინო ჩირაღდნები, მე კი, დავჯდები სცენაზე მარტო და ჩემთვის ვითამაშებ...“- იოსებ ჟღენტი.  ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე,  2 და 3 თებერვალს, სპექტაკლ „მეფე ლირი თავშესაფარში” პრემიერა გაიმართა.  პროექტის „სცენა, ახდენილი ოცნების” ფარგლებში, თეატრის სცენაზე, არაპროფესიონალმა მსახიობებმა, ოცნება აიხდინეს და მსახიობის ამპლუით წარდგნენ.პიესის ავტორია - ოთარ ბაღათურია, რეჟისორი - თამარ ხიზანიშვილი, იდეის ავტორი - ხათუნა ასათიანი. სპექტაკლში მონაწილეობდნენ თეატრის მსახიობები - ნინო აბესაძე, გიო გლოველი, ბადრი ტაბატაძე. ასევე არაპროფესიონალი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები -  სოსო ჟღენტი, ედისონ სალაძე, ჯემალ ჭანკოტაძე, ნინო აბესაძე, ლელა ხიდაშელი, ეკა ბურჯანაძე, გვანცა ჩხაიძე, გულია ჭუმბაძე, დოდო მერკვილიშვილი, ომარ გველესიანი, ნინო ლელაძე, ირაკლი ბაკაშვილი, გიორგი სირბილაძე, თათული ხუჯაძე, არჩილ მამარდაშვილი.პროექტის მხარდამჭერია, ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და პირველი მუსიკალური სკოლა.სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“პედაგოგი იოსებ ჟღენტია, რომელსაც გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის სიგელი გადაეცა.არაპროფესიონალი მსახიობი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, არჩევანის წინაშე რომ დადგეს, თეატრს აირჩევდა:ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ, „სამოქალაქო განათლებას“ ვასწავლი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მსახიობობაზე, ბავშვობიდან ვდგამდი სპექტაკლებს, სადაც მსახიობიც მე ვიყავი და რეჟისორიც, მაგრამ ეს, მხოლოდ ოცნება იყო.ძალიან მომწონდა მსახიობობა, სპექტაკლებს ვესწრებოდი, მაგრამ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, მასწავლებლად აღმოვჩნდებოდი სკოლაში.მაგრამ წლები გავიდა და ეს ოცნება, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თეატრალმა, ქ -მა ხათუნა ასათიანმა ამიხდინა. დამირეკა და მითხრა, რომ არის პროექტი - „სცენა, ახდენილი ოცნება“ და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მინდა გათამაშოთო.ტელეფონით შედგა ჩვენი საუბარი, დამიბარა მეორე დღეს და გამაცნო პროექტი, ძალიან მომეწონა, რადგან მივხვდი, რომ გავიღვიძე და მთელი ბავშვობის სიზმარი ამიხდა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.ამიხსნა, რომ დგამდა სპექტაკლს, ბ-ნ ოთარ ბაღათურიას პიესა „მეფე ლირი მოხუცთა თავშესაფარში“ მიხედვით. გამომატანა სცენარი, წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფით პერსონაჟს ვთამაშობ, ამ პერსონაჟს, სცენარიდან გამომდინარე, გამართლებაც აქვს.რამდენიმე ხანში, შევკრიბეთ ქალაქის, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის, გამოჩენილი და კოლორიტი ადამიანები. ეს ადამიანებიც ამ ოცნებამ გააერთიანა, სცენა „ახდენილი ოცნება“.რეპეტიციები, 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ უკვე გადავედით მოქმედებაზე, სადაც თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი დაგვეხმარა.  კვირაში მომზადდა ყველაფერი, ქ -მა თამარმა, დაჩქარებული წესით შეგვასწავლა მეტყველების კულტურა.- როგორ შეირჩა მსახიობები?რამდენიმე ხნით ადრე, ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე წავიყვანე. იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა მეუბნებოდა, სცენისთვის ხარ გაჩენილიო.ამის შემდეგ, ღია ცის ქვეშ, სამთავრობო საახალწლო კონცერტი წავიყვანე. ხათუნამ მითხრა, იმდენად სასცენო სახე იყავი, სცენაზე, მხოლოდ რომ ჩაიარო, უკვე სპექტაკლში ხარო.ჩემი არჩევა გამოიწვია, ალბათ ხალხის სიყვარულმა, ჩემმა დამოკიდებულებამ საზოგადოების მიმართ. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, მით უმეტეს ახლა. შევიკრიბეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქედან გამომდინარე, სპექტაკლს არა მარტო ჩემი, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ- გამოდის, რომ პრემიერას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ესწრებოდა...ნამდვილად ასე იყო, თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი ვიდექით სცენაზე. ეს იყო სახალხო ტაში, რომელიც საზოგადოებიდან მოდიოდა. მაყურებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სცენიდან არ გვიშვებდა. პრემიერა შედგა 2 და 3 თებერვალს, რომელიც სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.გულწრფელად გითხრათ, მე ხომ პედაგოგი ვარ და თან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, შეყვარებული ვარ, მაგრამ დღესაც სცენა მენატრება. მინდა, თავიდან დაიწყოს 3 თვიანი სამაგიდო რეპეტიციები, მენატრება ის ტაში, სცენის სუნი, მტვერი და ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები.- არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?არც დავფიქრდები, გულწრფელად ვამბობ, რომ თეატრს ავირჩევდი. პრემიერის შემდეგ, სკოლაში რომ მივედი, ჩემ თავთან ბრძოლა მომიწია, მაგრამ მივხვდი, რომ მომენატრა კოლეგები და ჩემი მოსწავლეები.ახლო მომავალში, ისევ გაიმართება ეს სპექტაკლი, სადაც ჩემი მოსწავლეებიც დაესწრებიან და გულწრფელად დამიკრავენ ტაშს, იქნება ბევრი ყვავილი. მე მათ შევპირდი, რომ მათთვის, მაქსიმალურად დავიხარჯები სცენაზე.- სავარაუდოდ, ეს პროგრამა გაგრძელდება...პროგრამა გრძელდება, არ ვჩერდებით გაზაფხულიდან ვემზადებით ახალი პროექტით, ახალი სახეებით და გამოწვევებით. იგეგმება ასევე გასტროლები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.საქართველოში, პირველად ხორციელდება ეს პროგრამა, პირველი პროექტია - კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო, ამ პროექტის ორგანიზატორ ქ-ნ ხათუნა ასათიანს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილს.- თქვენთან ერთად, სამი პროფესიონალი მსახიობი იდგა სცენაზე...ჩვენთან ერთად, სცენაზე იდგნენ მსახიობები ქ-ნი ნინო აბესაძე, ბ -ნი ბადრი ტაბატაძე და გიო გლოველი. როცა ამ პროექტზე მივედი და მითხრეს, რომ ჩვენთან ერთად სცენაზე პროფესიონალები იდგებოდნენ, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.მაგრამ როცა რეპეტიციაზე დავინახე, ცოტა შევშინდი, მივხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, მაგრამ მოხდა საოცრება, აბსოლუტურად, ყველა კომპლექსი მოგვიხსნეს, მათი გაღიმებული თვალები, შეძახილები - მაგრები ხართ, თქვენ შეუძლებელს შეძლებთ!როცა თეატრის საგრიმიოროში შევედი, მსახიობმა გიო გლოველმა, საკუთარი საგრიმიორო დამითმო, სადაც მისი სპექტაკლების ბანერებია გამოკრული.ოთახში დიდხანს ვერ ვჩერდებოდი, ვფიქრობდი, ნუთუ მე ამ მსახიობთან ერთად უნდა ვითამაშო -მეთქი. იმდენად მომწონდა, მასთან ერთად თამაში, ჩემთვის ოცნება იყო.ნინომ, გიომ და ბადრიმ შეუძლებელი შეძლეს. როცა სპექტაკლი დასრულდა, ვფიქრობდი, რამხელა საქმე გააკეთეს, თავის ნიჭიერება არ გამოაჩინეს და ჩვენ წამოგვწიეს წინა პლანზე.„პაკლონზეც“ კი, ბოლოს გამოვიდნენ. როცა გიოს ვთხოვე გამოსულიყო, რომელიც ადამიანობის, კაცობის ეტალონია, პირველი თქვენ უნდა გახვიდეთო, მომაძახა.იგივე გააკეთა ნინომ და ბადრიმ. ტაში, რომელზედაც ჩვენ გამოვედით სცენაზე, არასდროს დამავიწყდება. მითხრეს, ეს ტაში იყო თქვენიო. ეს ადამიანობის, ერთ-ერთი თვისებაა.მადლობა მინდა გადავუხადო ასევე უ. ჩხეიძის სახელობის თეატრს, ყველას, დაწყებული კარის კაციდან, დამთავრებული დირექტორამდე.მოდიოდნენ, გვეფერებოდნენ, გვკოცნიდნენ მე და ჩემ კოლეგებს. ვიტყოდი, რომ თეატრი, ჩემთვის უკვე სახლია, სადაც მელოდებიან ძალიან თბილი ადამიანები და მეგობრები.დიდი ანშლაგით ჩაიარა პრემიერამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობას, ზესტაფონის მერიას, საკრებულოს დეპუტატებს.ჩვენ გჭირდებოდა ფინანსები და ხათუნა ასათიანმა შეძლო და მოიძია, რომ ეს სპექტაკლი დაგვედგა.თავად აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი, ამ თანხად ღირდა - თქვენ გააკეთეთ შეუძლებელი, ეს იყო ქალაქის დღესასწაულიო. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, თქვენ ქალაქისათვის, ძალიან დიდი ფეიერვერკი მოაწყვეო.სცენის მტვერი გადავყლაპე, ისევ მენატრება სცენა. თქვენი ინტერვიუს დროს, ისეთ ხასიათზე დავდექი, ისე მომენატრა სცენა, შეიძლება თქვენთან საუბრის შემდეგ, გავიქცე თეატრში, ჩავართვევინო ჩირაღდნები, მე კი, დავჯდები სცენაზე მარტო და ჩემთვის ვითამაშებ...  - როგორი ემოცია გქონდათ, როცა პირველად დადგით სცენაზე ფეხი... არ გეშინოდათ?ყველა მეკითხება, რა განცდა გქონდაო. ტექსტი იყო საკმაოდ მოცულობითი და შიში მქონდა, არ დამვიწყებოდა. სცენის შიში არ მქონია, საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ ვარ რეპეტიციაზე და არა პრემიერაზე. არ არის მაყურებელი დარბაზში. ყველაზე კარგად, სცენაზე ვგრძნობდი თავს, არ მეშინოდა.ზოგჯერ ტექსტებს ვცვლიდი, იმდენად კარგი კავშირი დამყარდა მაყურებელსა და ჩვენს შორის, მე ხომ არაპროფესიონალი მსახიობი ვარ, რეჟისორმა ლამაზი იმპროვიზაციების საშუალება მოგვცა, რომ მეტად გავთამამებულიყავით სცენაზე.ეს პროგრამა, კიდევ გაგრძელდება და მომავალში, ახალ სახეებს დაამატებენ.- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ადგილს დაიკავებენ სცენაზე?მიუღწეველი არაფერი არ არის, გაითვალისწინონ, რომ საშიში არაფერია. ითამაშე მაყურებლისთვის და მიიღებ უდიდეს ბედნიერებას და აპლოდისმენტებს.მთავარია, იცოდე შენი როლი და შენ პერსონაჟს კარგად იცნობდე. თავს იგრძნობ ისე, როგორც თევზი წყალში. ოცნება ახდება და მე ეს ოცნება ამიხდა და არ გინდა, რომ ოდესმე დამთავრდეს.შუა ასაკში ვარ, 52 წლის წლის, ამ ნაბიჯით, მოტივაციას ვაძლევ ჩემ მოსწავლეებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.- ნახევარ საუკუნეს გადააბიჯეთ და ახალი ცხოვრება დაიწყეთ...რაც ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო! თეატრთან რომ ჩავიარე, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს იქ რაღაც დავტოვე, თითქოს ჩემი პერსონაჟი, ისევ სცენაზეა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს ოცნება ამიხდა, მადლობა ჩემ მეგობრებს და ყველა ჩვენ გულშემატკივარს! 

რეჟისორი ელდარ შენგელაია - 90 წლის იუბილე

1674841891

Exclusive: „3 თვით პატარაა ჩემზე, ჩემი პატარა ელდარი“- როგორ ულოცავენ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს მეგობრები

26 იანვარს, ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორ, ელდარ შენგელაიას 90 წელი შეუსრულდა. იუბილე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა, საღამოს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის წარმომადგენლები, რეჟისორები, მუსიკოსები, მსახიობები.იუბილეზე ნაჩვენები იყო სიუჟეტები ფილმებიდან - „შერეკილები“, „თეთრი ქარავანი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომლებიც ხშირად, ცრემლის და სიცილის ფონზე მიმდინარეობდა.ლეგენდარულ კინო რეჟისორს, ვიდეო ჩართვების მეშვეობით, იუბილე მიულოცეს ქართული კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებმა, მათ შორის მერაბ კოკოჩაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, ნინო ანანიაშვილმა, იმედა კახიანმა და სხვებმა.ღონისძიების წამყვანებმა, ნიკა წულუკიძემ და კახა მიქიაშვილმა, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მისალოცი წერილი წაიკითხეს.საიუბილეო საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, საღამოს მიწურულს, კინო რეჟისორმა ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად, თავად შეასრულა კომპოზიტორ ჯ. კახიძის სიმღერა, კინოფილმიდან „შერეკილები“.ღონისძიების დასრულების შემდეგ, „პრაიმტაიმმა“ ლეგენდარულ კინორეჟისორ, ბ-ნ ელდარ შენგელაიასთან და მის მეგობრებთან და კოლეგებთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:კინორეჟისორი ელდარ შენგელაია - მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო საღამო იყო. ჩემი საღამოს ქება, რაღაცნაირად, ცოტა უცნაურია, მაგრამ ის რეაქცია, რომელიც დარბაზიდან იყო გადმოსული, ამბობს, რომ ეს საღამო შედგა.ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს იუბილე. დიდი მადლობელი ვარ, რომ ეს საღამო შედგა და რა თქმა უნდა მადლობელი ვარ მაყურებლის, რომელმაც გაიზიარა ჩემი სიხარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქ მობრძანდა და გაიზიარა ჩემი სიხარული. დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ (ვატო) კახიძე - ძალიან ემოციური საღამო იყო, განსაკუთრებით ის მომენტი, როცა ხალხი, რომელიმე შემოქმედს ფეხზე დაუდგება და ამდენი ხნის განმავლობაში, ასე გულითადად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.სწორედ, ამ ტაშით არის გამოხატული ყველაფერი - მოკრძალება და მადლიერება ამ ადამიანის მიმართ. მეც ვუერთდები ამ ყველაფერს და მხოლოდ, ჯანმრთელობას ვუსურვებ ბ-ნ ელდარის.არც იდეები აკლია და არც ენერგია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!მსახიობი ტრისტან სალარიძე - საოცარი საღამო იყო. მე და ბ-ნი ელდარი გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ოჯახებით ვმეგობრობთ. ყოველთვის მიხარია ასეთ ადამიანთან შეხვედრა, მით უმეტეს, 90 წელი შეუსრულდა და ამის მისალოცად მიდიხარ.ერთ რამეს ვაკვირდებოდი დღეს, კიდევ შეძლებს თუ არა, ფილმის გადაღებას და შეძლებს კი არა, მგონია, რომ უკვე მზად არის ამისთვის.მიხარია, რომ მის ბოლო ფილმში, მეც ვმონაწილეობ. ქართულში არის ასეთი სიტყვები - კაცი, კაცური კაცი და მერე არის, საკაცობრიო კაცი.ელდარი საკაცობრიო კაცია, რომელიც ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, არსებობს და რაც მთავარია, ძალიან გახარებულია!ვუსურვებდი, დიდხანს სიცოცხლეს! მთავარია, მიმართულია იმისკენ იმუშაოს. ჰქონდეს დრო, რომ თავის ფიქრები, სისრულეში მოიყვანოს.მსახიობი ლეო ანთაძე: - ბრწყინვალე საღამო იყო. ეს ადამიანი, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია, ძალიან ბედნიერი ვარ.ცოტა უფროსი ვარ, 90 წლის გასული წლის ნოემბერში გავხდი, 3 თვით პატარაა ჩემზე, ჩემი პატარა ელდარი (იცინის).თითქმის, მთელი ცხოვრება, ერთად გავატარეთ. საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ. სკოლაშიც, ერთ მერხზე ვიჯექით. სამწუხაროა, რომ აღარ დამრჩა ჩემი ასაკის მეგობრები, ყველა წავიდა, ერთი-ორი კაცი დავრჩით!ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.ფილმების ჩვენება 1-იდან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გახსნის.რეტროსპექტივის დროს წარმოდგენილი იქნება - „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“ და ტრილოგია „მრავალჟამიერი“.„პრაიმტაიმი“ ულოცავს ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

მხატვარი ბრუნო ვეფვაძე

1674511462

Exclusive:„1977 წელს გაუშვეს „ჩაკრულო“ გალაქტიკაში და 46 წლის შემდეგ კი ჩემი...“- ვინ არის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები კოსმოსში გაიგზავნება

1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა - „ვოიაჯერი“, ოქროს ფირფიტა, რომელზედაც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა.ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ „NASA“-მ კოსმოსში გასაგზავნად შეარჩია, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი, უცნობ ცივილიზაციებს.ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები „ჩაკრულო“, მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად, „ნასამ“ კოსმოსში „ვოიაჯერებს“ გაატანა.ქართული სიმღერა „ჩაკრულო“, რომელმაც 1977 წელს გალაქტიკა „გაარღვია“ და მზის სისტემაში გაიჭრა, 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, რომელიც იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.გაგზავნილი ხმების სიაში წერია - „ჩაკრულო“, ქართული, და საბჭოთა კავშირის ინიციალები - Chakrulo. Georgian (USSR) Folk Chorus“. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორივე ხომალდი მზის სისტემას გასცდა და თითქმის 46 წელია კოსმოსში მოგზაურობს.რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პირველად ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველი მხატვრის,  ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევრებიც კოსმოსში გაიგზავნება.თანამედროვეობის ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია - „მარსის საკურთხეველი“, „დავით აღმაშენებელი“, „გათავისუფლებული იერუსალიმი“, „ლევან დადიანი“ და სხვა.შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, მისი ნამუშევარი - „მარსის საკურთხეველი“, რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნახატი გახდა. ეს გახლავთ თანამედროვე რეალისტურ ფერწერაში ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ტარდება შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს პროფესიონალური ფერმწერები, გრაფიკოსები და მოქანდაკეები.რამდენიმე თვის წინ, ბრუნო ვეფხვაძის ორი ნატურმორტი - „რომაული გაზაფხული“ და „ჰარი პოტერი“ რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალში გავიდა, სადაც წარდგენილი იყო5 400 ნამუშევარი, 75 ქვეყნიდან. ფინალურ ეტაპზე ბრუნო ვეფხვაძის ორივე ნამუშევარი გავიდა.ფინალი 2023 წელს გაიმართება „სოთბის“აუქციონზე, ნიუ-იორკში და შემდეგ ლოს-ანჯელესში. ამ სასიხარულო ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის (ივანე, ალექსი და ჯოვანი) წარმომადგენელი, ჰიპერრეალისტური ნახატების ავტორი ბრუნო ვეფხვაძე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:მახსოვს პირველი ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“, 2019 წელს ჩავწერე, მას მერე 4 წელი გავიდა და უკვე კოსმოსში მოვხვდი (იცინის). პირველად 1977 წელს გაუშვეს „ჩაკრულო“ გალაქტიკაში და 46 წლის შემდეგ კი ჩემი ნამუშევრები იქნება.- ორი ნამუშევარი, „ჰარი პოტერი“ და „გაზაფხული“ გაგზავნეთ ამერიკაში და ორივე ნახატმა გაიმარჯვა, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაგეხატათ „ჰარი პოტერი“?მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები, ჯერ ფილმი ვნახე და შემდეგ წიგნი წავიკითხე. ბევრად საინტერესო აღმოჩნდა წიგნი, ვიდრე ფილმი.ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, დამეხატა ნატურმორტის სახით. ერთის მხრივ, საინტერესო იქნებოდა, მეორე  - ჩემ თემასთან ახლოს არის, ბოლო ხანებია, ნატურმორტებზე ვმუშაობ. წიგნის კითხვა რომ დავასრულე, ნოსტალგიის გრძნობა დამეუფლა და მომინდა დამეხატა.დავიწყე ჰარი პოტერის თემაზე, საგნების შეგროვება. მინდოდა, რომ შვიდივე წიგნი ერთ ნახატში წარმომედგინა - დაწყებული წერილებიდან, დამთავრებული ჯადოსნური ჯოხით.ყველა წიგნიდან თითო დეტალია, რაც მნახველს ნაწარმოებში ამოგზაურებს. მას შემდეგ, რაც „ჰარი პოტერი“ წავიკითხე, ერთი წელი გავიდა და უკვე მეორედ ვკითხულობ.- უამრავი შესანიშნავი ნამუშევარი გაქვთ, რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ ორ ნახატზე, კონკურსზე გასაგზავნად?კონკურსზე გასაგზავნი ნახატების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ შეზღუდულია „ასაკი“ - ნამუშევრები ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს შესრულებული, ამიტომ ამ პერიოდის ნამუშევრები შევარჩიე.რეალისტური ფერწერის ამერიკის მე -16 საერთაშორისო კონკურსში (16th international ARC Salon) მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით მხატვარი მონაწილეობდა 75 ქვეყნიდან. 5 400 ნამუშევარი იყო წარდგენილი.ჩატარდა ნახევარფინალი, შემდეგ მეოთხედფინალი და ბოლოს ფინალი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ფოტოები.აქ არის 11 კატეგორია, სხვადასხვა ჟანრის მიხედვით. ყოველი კონკურსის შემდეგ, ეწყობა გამოფენა, სადაც მონაწილეობს დაახლოებით 100 -მდე საუკეთესო ნამუშევარი.გამარჯვებული ნამუშევრები, 2023 წლის ივლისში, ნიუ-იორკში „სოთბის“ გამოფენაზე გაიგზავნება, სადაც ჩემი ეს ორი ნამუშევარი - „ჰარი პოტერი“ და „რომაული გაზაფხული“ იქნება წარდგენილი.ჩემი ორი ნამუშევარი, გამარჯვებულ ნახატებს შორის, სამეულში მოხვდა, მაგრამ უპირატესობა „ჰარი პოტერს“ ენიჭება. „სოთბის“ აუქციონზე ეს ნახატი გაიგზავნება, კოსმოსში კი, ორივე ნამუშევარი.- კოსმოსში თქვენი ნამუშევრების გაგზავნა მართლაც საოცარი ამბავია, როგორ გაიგე პირველად?კონკურსის შედეგები რომ გამოქვეყნდა, საიტზე შევედი, რომ მენახა, თუ რა ბედი ეწია ჩემს ნამუშევრებს. შედეგით გახარებული, მთავარ გვერდზე გადავედი და აღმოვაჩინე, რომ „ჰარი პოტერმა“ საპატიო ადგილი აიღო, მეორე ნახატიც, გამარჯვებული იყო.ეს ინფორმაცია, რომ ჩემმა ნახატებმა, არა მარტო წარმატებას მიაღწია, არამედ კოსმოსში გაიგზავნება, „ნასას“ გვერდზე იყო გამოქვეყნებული, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დეტალური ინფორმაციის მიღება.- ეს ინფორმაცია, უკვე გადაწყვეტილი და დაზუსტებულია? - რა თქმა უნდა, ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა, თუ არ ჩავთვლით გლობალურ პრობლემებს. „სოთბის“ აუქციონზე, მიწვევა უკვე გამომიგზავნეს ნიუ-იორკიდან. - შენი ნახატები ფოტოებს ჰგავს, ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ეს ნახატია, გიფიქრია როდისმე  ფოტო ხელოვნებაზე?არასდროს მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, ხატვის გარდა, დრო არაფერზე მრჩება. ამასთანავე, გადაღება არ მეხერხება, ტექნიკასთან შორს ვარ.- პირველი ნახატი გახსოვთ?2 წლის ვიყავი, მამამ საღებავები და ტილო მომცა და რაღაც დავხატე, კარგად არ მასოვს. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ნამუშევარი აბსტრაქციაში.- რას გადმოგვცემს თქვენი ნახატები...ყველა ნახატი ინდივიდუალურია. სხვადასხვა ჟანრში და თემაზე მიწევს მუშაობა. ისტორიული, ყოფითი, ნატურმორტები, პეიზაჟები, კომპოზიციები... რეალურ სამყაროსთან მაქვს შეხება.-  რომანტიზმის მნიშვნელობა მხატვრობაში – მოთხრობა ან ლექსი თუ დაგიწერიათ?სამწუხაროდ არა, არ მაქვს ნიჭი, მაგრამ მამა წერდა მემუარებს, სამი წიგნი აქვს დაწერილი. ბაბუაც არ წერდა, ალბათ მას ვგავარ.- საოცარი სამი თაობის წარმომადგენელი ხარ, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?ვერ გეტყვით, სამივეს თავისი მნახველი ჰყავდა, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ რომელიმეს. ბაბუა (ალექსი ვეფხვაძე), საოცარ კომპოზიციებს ხატავდა, მე ვერც მივალ მასთან, სამაგიეროდ, ნატურმორტებს ვხატავ კარგად.მამა, (ჯოვანი ვეფხვაძე) უფრო თბილისის პეიზაჟებს და ნატურმორტებს ხატავდა. ყველას განსხვავებული სტილი გვაქვს. - რა გაძლევთ სტიმულს ხატვის დროს?- ინტერესი იმისა, რა გამოვა ბოლოს- თქვენი ხასიათი, თუ გამოიხატება ნამუშევრებში?- რა თქმა უნდა, მხატვრის ყველა ნამუშევარი, მისი სავიზიტო ბარათია.- რომელს გამოარჩევდით?„მარსის საკურთხეველი“, რომელზედაც ასახულია რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა. სწორედ, ამ ნახატმა გაიმარჯვა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე -16 საერთაშორისო კონკურსში და „ჰარი პოტერი“- ამ ორს გამოვარჩევდი.ასევე, ლევან დადიანის პორტრეტს, ძალიან საინტერესო იყო ამ პორტრეტზე მუშაობა. ვეცადე, ნახატზე გადამეტანა მისი ხასიათი. ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან არ ვიცოდი ეს პიროვნება. მოვიძიე ჩანაწერები და მისი ხასიათი შევისწავლე. საინტერესო პროცესი იყო - მისი ტანსაცმლის შეკერვა მომიწია, რომ დამეხატა, რადგან ყველაფერი ნატურიდან რომ ყოფილიყო. ამ სამოსს, დღემდე ვინახავ.  - ყველაზე დიდი დრო რომელ ნამუშევარზე დაგჭირდათ?ყველაზე დიდი დრო, „რომაულ აბანოს“ მოვანდომე. თითქმის ერთი წელი დამჭირდა, რომ ნახატი დამესრულებინა. თან პანდემიის პერიოდი იყო და უფრო გამიადვილდა, რადგან სახლში ჩაკეტილი ვიყავით, გარეთ არ გავდიოდით.- ოჯახზე მომიყევით...მყავს მეუღლე და ერთი წლის ქალიშვილი. მისმა დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემ ცხოვრებაში, მეტი სტიმული მომცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის.  უფრო გამილამაზა ცხოვრება, მიხარია სახლში მისვლა. - რთულია გკითხო, რა გეგმები გაქვთ მომავალში, მაგრამ საინტერესოა...- ნამდვილად რთული კითხვაა, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან მინდა გამოფენა მოვაწყო, მაგრამ ახლო მომავალში ვერ შედგება.- როგორც თქვენი ინტერვიუდან მახსოვს, 2006 წელს გქონდათ გამოფენა...- მას მერე არ მქონია, ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოფენა. ძალიან დიდი დრო მიაქვს ნახატის შექმნას და რთულია, საკმარისი რაოდენობის ნახატების მოგროვება.ეს დამოკიდებულია მხატვარზე. მაგალითად, ბაბუაჩემს, ალექსს, არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა. გამოფენას, გარკვეული რაოდენობის ნამუშევრები სჭირდება. როცა ყიდი ნახატებს, ძალიან რთულია მისი შეგროვება.2019 წელს, ხელოვნების სასახლეში ოთხი თაობის გამოფენა თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო, რომელზედაც ვეფხვაძეების ოთხი თაობის გამოფენა და ვეფხვაძეების წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნა. ჩემი ბევრი ნამუშევარი პირად კოლექციებში, მუზეუმებშია, შეკვეთებზეც ვმუშაობ. - როდის უნდა გაგზავნოთ აშშ-ში თქვენი ნახატები?ამერიკაში ჩემი ნახატების ფოტოები გავაგზავნე და სოთბის გამოფენაზე, ერთი ნამუშევარი „ჰარი პოტერი“ მიმაქვს, სადაც დაჯილდოების ცერემონია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.ფოტოებს აშშ-ში გავაგზავნი, კოსმოსში ჩემი ნახატების ფოტოები გაიგზავნება. 

ხათუნა დვალი

1673370384

Exclusive: „ჩემი ნამუშევარი გამოფენილი იქნება რომში" - გაიცანით, ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფი საქართველოდან

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი „Dvaliphotography“-ს დამფუძნებელი ხათუნა დვალი, რამდენიმე ხნის წინ, რომში, ინტერნაციონალურ კონკურსის „YICCA“ (International Contest of Contemporary Art) გამარჯვებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდა უამრავი ნიჭიერი და წარმატებული სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ხელოვანი, ნიჭიერმა ფოტოგრაფმა, ათასობით მონაწილეს გაუწია კონკურენცია და 18 საუკეთესო ფინალისტს შორის, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ქართველ ფოტოგრაფს „პრაიმტაიმი“ აშშ -ში დაუკავშირდა და წარმატებულ კარიერაზე და მომავალ გეგმებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა: დავიბადე 1978 წელს. შვიდი წელია ვცხოვრობ ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში. ჩემი მიზანია, ვიყო წარმატებული ფოტოგრაფი.- ბევრმა გამოჩენილმა მხატვარმა, ან თუნდაც მოყვარულმა, ხატვას თავი დაანება და ფოტოგრაფიის შესწავლა აირჩია - თქვენ შემთხვევაში, როგორ არის?მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთოა ფოტოგრაფიას და მხატვრობას შორის, ხატვა არასდროს მიცდია, სამწუხაროდ, ხატვის ნიჭი არ მაქვს.- რამდენი წელია, ამ სფეროში მოღვაწეობთ?თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფიაში ვმოღვაწეობ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია.- ფოტოგრაფიაში რა ჟანრი გამოგიცდიათ და ამჟამად, როგორია თქვენი სტილი? ფოტო გადაღებისას მომწონს ბუნებრივი ჩარჩოების შექმნა - მთავარი ობიექტის ჩარჩოდ, ბუნებრივ ელემენტებს ხეებს, ფოთლებს ვიყენებ, რაც  ჩემს ნამუშევრებს უფრო მხატვრულ იერს ანიჭებს. ანარეკლების გამოყენებით, მთლიანად ვცვლი მარტივიდან უფრო მდიდარ, აბსტრაქტულ, ან სხვაგვარად, უფრო მხატვრულ გამოსახულებაზე.ფოტოგრაფიაში, ანარეკლები არის ერთ-ერთი საინტერესო და საოცარი ეფექტები, რომელიც რეალურად ხდება და ჩემს დიდ ინტერესსა და ყურადღებას იპყრობს. - რამდენად მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა და განწყობა ფოტოგრაფიაში?ვცდილობ, ჩემ ფოტოებში ადამიანებმა დაინახონ ცნობილი და ჩვეულებრივი ადგილები, უჩვეულო და განსხვავებული პერსპექტივიდან.ფერთა სპექტრი, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ჩემს ნამუშევრებში, რომელიც მნახველთა სასიამოვნო ემოციებს იწვევს.  ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად აქვთ შინაგანი მოთხოვნა, აკეთონ რაღაც განსხვავებული, მათ ბუნებრივად უვითარდებათ თვით მოტივის უნარი, რაც პირდაპირ აისახება განწყობაზე.მნიშვნელოვანია, იცოდე რა გინდა და რის გაკეთება შეგიძლია.- რა ქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს ფოტოგადაღების დროს?ფოტოგადაღების დროს, ბევრჯერ შეიძლება შეგექმნას დისკომფორტი - ეს შეიძლება იყოს გამოწვეული უამინდობისას, ბევრ ადამიანს უხერხულობას უქმნის კამერა და მათთან მუშაობა, არც ისე იოლია.ფოტოგადაღების დროს, რამდენჯერმე მომიწია ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა, რაც ნამდვილად არ იყო კომფორტული, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი საქმეა და ხშირად არც ისე კომფორტული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.- პროფესიით მათემატიკოსმა, რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია?ფოტოგრაფიაში, მათემატიკა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ ორი პროფესიის კავშირი, ხშირად მეხმარება შევქმნა უნიკალური პერსპექტივა. ვთვლი, რომ ფოტოგრაფისთვის ტექნიკური ცოდნა, ისევე აუცილებელია, როგორც ხედვის უნარი.- ფოტოგრაფია, მათემატიკის ნაწილია - რა კავშირია მათემატიკასა და ფოტოგრაფიას შორის...ფოტოგრაფია, დაფუძნებულია სხვადასხვა ელემენტებისა და პრინციპების ცოდნაზე, ხშირად ვიყენებთ მათემატიკურ გამოთვლებს, სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს წარმატებულ კომპოზიციას ფოტოში.ფოტოგრაფიის ჩემს დიდ ინტერესს, საფუძვლად უდევს მათემატიკური აზროვნება, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა.- პირველი გამოფენა...ჩემი პირველი გამოფენა, შოტლანდიაში, ედინბურგის გულში „Stills Centre for Photography” გაიმართა - გალერეამ, კონკურსის შედეგად გამარჯვებულ ფოტოგრაფებს უმასპინძლა და „დიჯიტალ“ ჩვენება მოაწყო.ამ წარმატებამ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კონკურსში გამარჯვებული ფოტო - „Dream of Brooklyn Bridge”, მოტივაციის  წყარო გახდა -  გამიჩნდა სურვილი, ყველასთვის მეჩვენებინა ჩემი ფოტოები, ხმამაღლა მეთქვა, რას ვგრძნობ, როცა კამერის მიღმა ვდგავარ და თუ როგორია, ჩემი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან.- როგორ გახდით ლიცენზირებული ფოტოგრაფი, რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება, რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?დავამთავრე ნიუ იორკის ფოტოგრაფიის ინსტიტუტი -„New York Institute of Photography“ და გავხდი სერტიფიცირებული ოფიციალური ფოტოგრაფი ნიუ იორკში, შემდეგ მიმიწვიეს ამერიკის პროფესიონალი ფოტოგრაფების ასოციაციაში - „PPA Professional Photographer of America” და დღემდე ამერიკის პროფესიონალი ფოტოგრაფების ასოციაციის წევრი ვარ, სადაც  განვაგრძე სწავლა და გავხდი სერტიფიცირებული ლიცენზირებული პროფესიონალი ფოტოგრაფი სრულიად ამერიკაში.ბარიერი იყო უამრავი - გამოცდები, ფოტო პროექტები, ტესტები, ძალიან რთულია გაუმკლავდე ემიგრანტის ცხოვრებას და უარი არ თქვა საკუთარ ოცნებებზე, ხანდახან მიკვირს როგორ შევძელი.- ამ ეტაპზე გაქვთ საკუთარი კომპანია „Dvaliphotography“- როგორ მოახერხეთ ამ კომპანიის შექმნა?ხუთი წლის წინ შევქმენი საკუთარი კომპანია -„Dvaliphotography LLC“, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა სახის ფოტოგადაღებას აწარმოებს ნიუ-იორკის შტატში და ასევე, ვირჯინიის შტატში.ამერიკელებმა კარგი მეგობრობა იციან, აფასებენ გულწრფელ დამოკიდებულებას. მათი მხარდაჭერის მადლიერი ვარ.- ფიქრობთ, რომ ამერიკაში წასვლით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?მადლიერი ვარ, რომ ამერიკაში ვიმყოფები, მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რომ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობა, დავიმკვიდრო თავი, როგორც ხელოვანმა ფოტოგრაფმა.- რამდენიმე ხნის წინ გაიმარჯვეთ ინტერნაციონალურ კონკურსში - „YICCA International Contest of Contemporary Art“ - სად გაიმართება გამოფენა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის?ჩემი მორიგი წარმატება უკავშირდება რომს, სადაც გავიმარჯვე ინტერნაციონალურ თანამედროვე ხელოვნების კონკურსში - „YICCA 22/23 International Contest of Contemporary Art“.დიდი კონკურენცია იყო, რადგან სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ხელოვანი იღებდა მონაწილეობას, როგორც ფოტოგრაფები, ასევე მხატვრები, მოქანდაკეები. მოვხვდი 18 საუკეთესო გამარჯვებულთა შორის და ჩემი ნამუშევარი შავ-თეთრი ფოტო - „Women and Childrin” გამოფენილი იქნება რომში „PIAZZA DI PIETRA - FINE ART GALLERY“ -ში.გამოფენის გახსნა 14 იანვარს შედგება და 27 იანვრამდე გაგრძელდება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება პრესით და ასევე  ჩემი ფოტო დაიბეჭდა „YICCA 22/23 International Contest of Contemporary Art“ კატალოგში, რაც ძალიან მახარებს და მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის.- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და რა არის საჭირო, ახალი იდეების განსახორციელებლად?მომავალ გეგმებს რაც შეეხება, გპირდებით, რომ ხშირად გაგახარებთ ჩემი წარმატებით და ჩემი ფოტო ხელოვნება, ყოველთვის საამაყო იქნება ჩემი ქვეყნისთვის.

კოკა ბერიძე

1673346430

„ამოღებული აქვს 3 მალა... სიმსივნის ეს აგრესიული ფორმა არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიას“- 36 წლის კოკა ბერიძეს დახმარება სჭირდება

36 წლის კოკა ბერიძე უკვე 3 წელია ებრძვის მძიმე სენს. იშვიათი და აგრესიული სიმსივნე, ხორდომა. აქვს მეტასტაზები მხარში, ბეჭში, მენჯში და 2 მეტასტაზი ყელში.ჩაუტარდა 3 ოპერაცია და ამოღებული აქვს 3 მალა. ამ ეტაპზე ესაჭიროება იმუნოთერაპიის და ტარგეტთერაპიის ერთწლიანი კურსი რადგან ხორდომას ეს აგრესიული ფორმა არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიას. თერაპიისთვის საჭიროა 120 000 აშშ დოლარი.ანგარიშის ნომერი:GE75TB7073945061100009 მიმღები:მარიამ ვადაჭკორია (მეუღლე)იხილეთ პაციენტის ანალიზის პასუხები და ოფიციალური დოკუმენტაცია: 

ტრაგედია თბილისში

1672256293

„მგონი, მომკლესო“...ის მხოლოდ 25 წლის იყო, ორი თვის ორსული...“ - ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა  

ამ ტრაგედიამ, 1990 წლის ბოლოს, მთელი თბილისი აალაპარაკა - ახალი წლის წინა დღეებში, დამწვრობის ცენტრში, ახალგაზრდა პერსპექტიული მოცეკვავე, ულამაზესი ირმა დუნდუა, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის ქუჩებში შეიარაღებული ბანდფორმირებები დათარეშობდნენ, ტყვიები კი, ჰაერში უმისამართოდ დაქროდა.31 წლის წინ, 1991 წლის 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, ერთი ოჯახის ცხოვრება, სამუდამოდ შეცვალა. სამი თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა, ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს.ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ანსამბლ „რუსთავის“ წევრ, ულამაზეს ირმა დუნდუას, მის ვაჟს, ვიტალის და მეუღლე – დევი ქუთათელაძეს ეკუთვნის.1999 წლის 4 ივლისს ირმას და დევის ვაჟი ვიტალი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 2016 წელს – მეუღლე, დევი ქუთათელაძე საკუთარ სახლში ცოცხლად დაიწვა. ეს მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო. თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ მხარეს, ხის ჩუქურთმიანი კარების თავზე, გამოსახულია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: „შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა“, „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი“. 1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში, ომი მძვინვარებდა. კუკიაზე მდებარე დამწვრობის ცენტრის შენობის აივანზე, ირმა დუნდუა ვაჟთან და მეუღლესთან ერთად იდგა, როცა ბრმა ტყვია მოხვდა, ბავშვის თავსა და მეუღლის ხელს შუა გაძვრა და აორტა გაგლიჯა. „მგონი, მომკლესო“ – ადგილზე დატრიალდა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავდა და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაიკეცა… ირმას და, მანანა დუნდუა, სოციალურ ქსელში, ირმას გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„უკვე 31 წელი გასულა...სამწუხაროდ, სულიერი ტკივილი ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ყველაფერი კი 1991წ-ის 28 დეკემბერს დაიწყო, როცა ჩემი ერთადერთი და, თბილისის ომმა იმსხვერპლა.დამწვრობის ცენტრში მეგობრის სანახავად მისულს, ბრმა ტყვია მოხვდა გულში და მეუღლის და შვილის თვალწინ გარდაიცვალა. მაშინ მთელი თბილისი შეძრა ამ ულამაზესი მოცეკვავე გოგონას, ანსამბლ "რუსთავის" სოლისტის - ირმა დუნდუას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ.  ის მხოლოდ 25 წლის იყო და ორი თვის ორსული მეორე შვილზე... სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმ უბედურებათა ჯაჭვისა, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა...შემდეგ შვილი, ქმარი - ყველანი ტრაგიკულად გარდაიცვალნენ. ძალიან მტკივა გული, რადგან ჩემი დის ფოტოც არ დამრჩა ისეთი, რომელიც მთელი სისავსით წარმოაჩენდა მას ისეთს, როგორიც იყო“ - წერს მანანა დუნდუა.ირმას მეუღლე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა მეუღლისა და შვილის სიკვდილი, წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა - ცოლი აღარ მოუყვანია. მან უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, რაც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა.2016 წლის დასაწყისში კი, ირმას ოჯახში მესამე უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც ეს საბედისწერო ჯაჭვი შეკრა. დევის, ავლაბარში პატარა ბინა ჰქონდა.ერთ დღეს, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა სცადა, თუმცა ვერ გაუმკლავდა და ამ ხანძარმა შეიწირა. დაიწვა, ოჯახის ყველა ფოტო. დევი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა - ირმა 25 წლის იყო, მათი შვილი კი - 15 -ის ხდებოდა.

დახმარება ნიკოლოზისთვის

1671465589

„14 წლისაა და 14 წელია მართვით სუნთქვაზეა“- უკურნებელ სენით დაავადებულ ნიკოლოზს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ნიკოლოზი, ჩემი ერთადერთი შვილია, რომელსაც 5 წელი ველოდი. დილით რომ შემომხედავს და გამიცინებს, ეს ჩემთვის ყველაფერია...“ - ნიკოს დედა ეკატერინე ჩაჩიბაია.მუკოვისციდოზი - ყველაზე ფართოდ გავრცელებული გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავებს. დედამიწაზე ყოველი მე -20 ადამიანი, ამ დეფექტური გენის მატარებელია.საქართველოში, ამ დაავადებას, 14 წლის ნიკოლოზი, 14 წელია ებრძვის. ოჯახს, რომელიც დღემდე ღმერთის და კეთილი ადამიანების გვერდში დგომით არის, დახმარება სჭირდება.მუკოვისციდოზით დაავადებულ ადამიანს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება სხვადასხვა მედიკამენტი -  მუკოლიზური საშუალებები, ფერმენტული პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ჰეპატოპროტექტორები.პრეპარატების შესაყვანად, აუცილებელია ინჰალატორები. დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კინეზითერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები და სპეციალური ტანვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს ნახველის გამოდევნას.ვარჯიში, ყოველდღიური უნდა იყოს და მთელი სიცოცხლის მანძილზე საარსებო წესად დანერგილი. მუკოვისციდოზის მძიმე გამწვავების დროს, საჭიროა, ჟანგბადის კონცენტრატი.ნიკოს დედა, ეკატერინე ჩაჩიბაია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკოლოზი, ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც სუნთქვით აპარატზეა ჩართული:ექიმი არ ვარ პროფესიით, მაგრამ ჩემი შვილის პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ამეთვისებინა. ნიკოლოზი, ჩემი ერთადერთი შვილია, რომელსაც 5 წელი ველოდი - დილით რომ გაიღვიძებს, შემომხედავს და გამიღიმებს, ეს ჩემთვის ყველაფერია.ნიკოლოზი 14 წლისაა და 14 წელია მართვით სუნთქვაზეა. 1,8 თვე ვიწექით იაშვილის კლინიკაში სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - მუკოვისციდოზი - კისტური ფიბროზი, შერეული ფორმით. 17 ივლისს 14 წლის გახდა, 2008 წლის 17 ივლისიდან მართვით სუნთქვაზეა.მუკოვისციდოზი - გენეტიკური დაავადებაა, რომელიც არ იკურნება. ნიკოლოზი, ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთადერთი ადამიანია, რომელიც აპარატზე მიერთებული.ამ დაავადების მქონე ბავშვები, ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობენ, მართალია, სულ მედიკამენტების და მკურნალობის ქვეშ არიან, მაგრამ როგორც ნიკოლოზი, ასე არ ცხოვრობენ.- რატომ მოხდა, რომ დღემდე მართვით სუნთქვაზეა, რამ გამოიწვია ეს?დაბადებიდან მართვით სუნთქვაზეა, ფილტვში ლორწო აქვს, რომელიც ფერმენტს არ გამოყოფს,ლორწო წებოვანია და უჭირდა ამოღება, ამიტომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და მოხდა ისე, რომ ვეღარ მოიხსნა და დღემდე სუნთქვით აპარატზეა.- 14 წელი როგორ ახერხებთ მკურნალობას, რომელიც სავარაუდოდ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით ვართ. სულ ვიბრძვით, მაგრამ არაფერი გამოგვდის. თუ ნაცნობი არ გყავს ვერაფერს გახდები, ზოგჯერ, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, დღემდე ასე მოვაღწიეთ. თვეში, მხოლოდ სტერილური მასალა - 3 700 ლარი მიჯდება.  ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა, გაუმჯობესებას არ ველოდებით, მთავარია არ გართულდეს, ინფექცია არ განვითარდეს, ან ვირუსი არ შეხვდეს, ყველანაირად დაცული უნა იყოს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.  ნიკოლოზის დაბადებიდან, იაშვილის კლინიკაში ვიწექით. ყველაფერი იქ შევისწავლე, ექიმი არ ვარ, მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე, რაც ნიკოლოზს გამოადგება. 1,8 თვის შემდეგ, სახლში გამოვიყვანე, სადაც ჩვეულებრივი რეანიმაცია მაქვს მოწყობილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გამორიცხულია, მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ.ნიკოლოზის მკურნალობა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამ ყველაფერთან ერთად, ყოველდღიური მასაჟი სჭირდება.ემოციები გვერდზე გვაქვს გადადებული, მთელი ოჯახი მობილიზებული ვართ, იმისთვის, რომ ნიკო გვყავდეს კარგად.  სტომა აქვს გაჭრილი და ამიტომ ვერ საუბრობს, ისე ყველაფერს გვაგებინებს, რაც დასჭირდება. ხშირად იცინის, გვეფერება, გვეთამაშება, ამ ეტაპზე აქტიურია, მაგრამ ვერ დგება, მწოლიარე მდგომარეობაშია.ექიმები გვეუბნებოდნენ, 3 წლამდე იცოცხლებსო, მაგრამ 14 წელია უკვე, ვიბრძვით. ძირითადად, მე ვუვლი. თუ რამე დამჭირდა, ზოგჯერ ჰოსპისის („ციცინათელების ქვეყანა“) გოგოები გვეხმარებიან. იაშვილის კლინიკის მედპერსონალი, დღემდე გვერდში გვიდგას.   - უძლიერესი ქალბატონი და გმირი დედა ბრძანდებით...გმირი ნამდვილად არ ვარ, გმირია ადამიანი, ვინც სხვის შვილს უვლის. საკუთარ შვილს როცა უვლი, ვალდებულიც ხარ. ჩემთვის გმირი არის ირინა სარიშვილი, არ  ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ ის ჩემთვის, გმირი დედაა.უფლის წყალობით და შეწევნით მოვედით დღემდე. როცა ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე თანხის მოძიება, ისე ვნერვიულობ, ზოგჯერ ბავშვის ავადმყოფობაც კი მავიწყდება.დღეს ნიკოლოზობა, მისი წყალობით უამრავი სასწაული აღესრულება - უკვე სასწაულია, რომ 14 წელია, ისევ ცოცხლები ვართ.„ამ უკარგეს და უთბილეს ოჯახს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა!შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ ეკატერინეს ტელეფონზე - 599391636თიბისი ბანკი GE39TB7712345061600006 - მიმღები ეკატერინე ჩაჩიბაიავიდეო მომზადდა მამა ალექსანდრე პლისკას ლოცვა-კურთხევით“:იხ ვიდეო: