ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია
1781681215
,,საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულები, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
სავარაუდოდ, დღესვე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. რვა დაკავებულიდან ორს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე ძებნა გამოცხადდება.
22 ათასი ტონა ჯართის ქურდობაში მხილებულია რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მიმალულია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გაქცეულია შპს „ხუროს“ დირექტორი ზაზა ბიძინაშილიც. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თაღლითური სქემა გამოააშკარავა.
ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზიდან“ მითვისებულია 17 მილიონ ლარზე მეტი. უკანონოდ გაყიდულია საახელმწიფო კომპანიის 22 ათას 120 ტონა შავი ლითონი. საქმეზე დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯამალაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.