14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

დროშა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

სახელმწიფო დროშები სიმბოლურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზეც აღიმართა.