სინოპტიკოსების გაფრთხილება! - ამინდი მკვეთრად იცვლება
1742141571
თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.
„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო",- ამბობს წყარო ჩვენთან საუბრისას.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.