„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება
1742243338
თბილისში მოკლული 21 წლის გიორგი ახალაია GAMA-ს მებრძოლი იყო.
„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლის, გიორგი ახალაიას გარდაცვალების გამო.
გიორგი მუდამ იქნება GAMA-ს ისტორიის განუყოფელი ნაწილი“, - წერს GAMA FC.
ცნობისთვის, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.