საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
"კურიერის" ექსკლუზივი - დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ის გელა უძილაურია, რომელიც თბილისში სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს.
შეგახსენებთ, მკვლელობა ვაკეში 2 დღის წინ, გვიან საღამოს მოხდა. როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, მკვლელის იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე 14 მარტს მოკლეს. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკიდან მეორე დღეს გაწერეს.