1746733863
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება - დღევანდელ სხდომაზე 2 მოწმე გამოიკითხა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. მას სამართალდამცველის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, გამოიკითხა 2 მოწმე.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.