კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები 9 თვიანი ლოდინის შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებიან
1742205638
განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომლები დაინიშნებიან და ისინი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს შეასრულებენ.
"რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით",- წერია დოკუმენტში.