„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
ბოლო რამდენიმე საათში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე პოსტს აქვეყნებს:
„3 ახალგაზრდა გარდაიცვალა 1 დღეში, სამივეს დათო ერქვა, დათო მარგალიტაძე, დათო აბულაძე, დათო ალავიძე...
სულ ახალგაზრდა, ნარჩევი სიცოცხლით გაუმაძღარი ვაჟკაცები დავკარგეთ, სამივე ავარიით 2 მატოციკლეტით, ერთი მანქანით... ამდენი უბედურება კმარა...
სულ გლოვის ზარია, უფალო, გვაკმარე, ეს რა წელია.... ავარიები მოხდა სამტრედიაში, ბათუმში, ქუთაისში...
სიკვდილო რა ძალიან გადიდგულებულხარ?! გაბედე და თავი გაგვიტოლე ! რა იფიქრე? არც ისეთი პატარები ვართ, ტკივილის სიღრმე ვერ ვიგრძნოთ... არც ისეთი დიდები, ისე გადავიტანოთ, რომ არ გაგვიტანოს !!! გათენდეს ერთი დღე ცუდი არ წავიკითხოთ, უფალმა გაანათლოს მათი ლამაზი სულები,“ - წერს შოთო სიხარულიძე.