ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, განახლებულ პროგნოზზე წერს.
„შესაძლო ექსტრემალური ამინდის სცენარები უახლოეს დღეებში.
ბოლო დღეებში, რბილად რომ ვთქვათ, ამინდი ძალზედ დატვირთული და დინამიურია, რაც განპირობებულია იმ დიდი მოძრაობებით, რომლებიც ხდება ნახევარსფეროს დონეზე და რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ამ პერიოდში.
როგორც ხშირად ხდება ერთ სეზონსა და მეორე სეზონს შორის გადასვლის კვირებში, აღმოვჩნდებით ამინდის მკვეთრი ცვლილებების პერიოდში: ამჟამად ორმა დიდმა მეტეოროლოგიურმა ფიგურამ დაიწყო ერთმანეთის გამოწვევა ბრძოლაში, რომელსაც ამ დროისთვის არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული; ერთის მხრივ, გვაქვს ცივი და არასტაბილური დინება ჩრდილოეთიდან, მეორეს მხრივ, არის პირველი აფრიკული ალი, რომელიც ნაწილობრივ ვრცელდება კიდეც და ამიტომაც ბათუმში მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი დაფიქსირდა, ზოგადად ცხელა მთელს ქვეყანაში.
მეტეო რუკების უახლესი განახლებების თანახმად, 19 მარტიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება, არასეზონურ სიცხეს - საპირისპიროდ, არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს, დაბლობსა და ბარში გვექნება სახეზე ტემპერატურის დიდი შუალედი +30 დან ქვემოთ +5 გრადუსამდე, იწვიმებს ყველგან, მთაში ისევ გათოვდება.
ამჟამად არსებული მდინარეებში წყლის დონის მაღალი ნიშნულის გამო, შესაძლოა ცალკეულ რეგიონებში ნაპირის წარეცხვა, ასევე მთიან ზონაში მეწყრული პროცესების განვითარება.ვისურვებ მარტის ამ ჭირვეულობამ მშვდობიანად ჩაიაროს“,- წერს მეტეროლოგი.