ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“
1789934230
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, მეკარე დავით გოგია მისი მეუღლის, ყველასთვის საყვარელი მსახიობის ხათუნა კოტრიკაძის შესახებ საუბრობს და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეუღლემ პროფესიაზე უარი მეუღლის გამო თქვა.
„სამსახიობო კარიერას საკუთარი სურვილით დაანება თავი. ბევრი ამბობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი... არავითარ შემთხვევაში. ხათუნა ჰოროსკოპით ლომი იყო, თან დედალი ლომი, გურული. არც დედის, არც მამის, არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და როგორ მოექცეოდა ჩემი გავლენის ქვეშ?! არ უნდოდა... რამდენი ტელევიზია, რამდენი კორესპონდენტი მოდიოდა, ინტერვიუ გვინდა - არა.
მანამ, სანამ „მხიარული რომანი“ ფართო ეკრანზე გავიდოდა, მე, დედამისი და ხათუნა წავედით კინოსტუდიაში და ვუყურეთ. მას შემდეგ, მას არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში.
კაცი რომ ვერ ინატრებს, ისეთი ცოლი იყო. იმდენი დადებითი თვისება ჰქონდა, ვერ ჩამოთვლი. ჩემი ერთადერთი ნაკლია, ჯიუტი ვარო. დაბადებული იყო ოჯახისთვის - როგორ დაელაგებინა, საჭმელი ეკეთებინა, შვილისთვის, შვილიშვილებისთვის მოევლო...“, - ამბობს დავით გოგია „სარბიელის პოდკასტში“.
ცნობისთვის, ხათუნა კოტრიკაძე 2024 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.