რა თქვა სასამართლო პროცესზე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა

შსს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის მამაკაცს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

„მხოლოდ ცემაში ვგრძნობ თავს დამნაშავედ. განზრახ მკვლელობაში არა”, - აღნიშნა მან.
მორიგი სასამართლო სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 58 წლის ქალი ქმარმა მოკლა.შსს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.მოკლული ქალის მეუღლე, 51 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს მიმდებარე სოფელში 10 საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.