რა გახდა დაპირისპირების მიზეზი - ცნობილია სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

policiis lenti

სენაკში, გვიან ღამით, მკვლელობა მოხდა. მოკლულია ერთი ადამიანი - 25 წლის ბიჭი. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბიჭი საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ორი დაჭრილი მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში განაგრძობს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს.