პირველი ივნისიდან 300 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს

martvis mowmoba

ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე კანონი  თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები საპილოტე რეჟიმში  გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩერებენ და შეამოწმებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელის ტარიელ ირემაძის თქმით, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით დაჯარიმდება.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზეა.

ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით,  დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და ასე თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ის ავტომობილები, რომლებიც გამონაბოლქვის ჭარბ რაოდენობას გამოყოფენ.