მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლიცია

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხურჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ 54 წლის პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ადვოკატ გვანცა შელიას თქმით,შესაძლოა დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი შერაცხადი არ ყოფილიყო.

ადვოკატი ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ გატარებულიყო.

დაკავებულმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.

მკვლელობა 8 მარტს მოხდა. შვილმა დედას შეშის ნაჭრის ჩარტყმით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და დანაშაული დამალა. იგი 2 დღის განმავლობაში იღებდა სამძიმარს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.