როგორ გაიხსნა 86 წლის ქალის მკვლელობის საქმე - დაკავებული შვილი 2 დღე სამძიმარს იღებდა

მარტვილი

მარტვილში სოფელ მუხურჩაში დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 54 წლის კაცი სამხარეო პოლიციაში ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

შემთხვევა 8 მარტს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 54 წლის კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილთ გარდაიცვალა და ორი დღის მანძილზე სამძიმარს იღებდა.

თუმცა, მეზობლებს 86 წლის თალიკო (კარტოზია) რურუას სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდათ და პოლიციას ანონიმურად შეატყობინეს შესაძლო მკვლელობაზე.

შემდგომ სამართალდამცველებმა 54 წლის კაცი დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაული აღიარა.

ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დაზიანების კვალი აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ 86 წლის დედა შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს დედა-შვილი სახლში მარტო იყო.

მათივე თქმით,მამაკაცი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ხშირად სვამდა.

„მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და დედის მიმართა ჩაიდინა ძალადობით სიკვდილი.

მას ამ ზაფხულს თავზე ოპერაცია გაუკეთდა და თავზე ჰქონდა პრობლემა. მაგის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა,"- აცხადებს დაკავებული ძმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს სამხარეო პოლიცია იძიებს.