„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს...“ - მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
1741118900
ორი შვილის დედას ბრალი წაუყენეს 80 ბავშვისთვის ზიანის მიყენებაში, მათ შორის 30-ის გაუპატიურებისთვის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
44 წლის სარა ჯინ სელერსს ბრალი წაუყენეს სექსუალურ დანაშაულში, 80 ბავშვის მიმართ.
მისი ყველა სავარაუდო მსხვერპლი ბიჭია, რომელთაგან ორი 12 წლის იყო სავარაუდო სექსუალური დანაშაულის დროს - 2018 და 2019 წლებში.
პოლიციამ ასევე თქვა, რომ შესაძლოა უფრო მეტი მსხვერპლი იყოს, ვიდრე ამჟამად ცნობილია.
გამოძიება სელერსის სავარაუდო დანაშაულებზე გრძელდება და ის ამჟამად დაკავებულია. ქალი დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.