სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.