„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ირკვევა მძღოლის ვინაობა, რომელიც, დღეს, მეტეხის ხიდთან ავტომობილით მდინარეში ჩავარდა. დაღუპული გიგი ზარანდიაა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ხობიდან იყო, მას ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.
შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. მტკვარში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მყვინთავებმა მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.