„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს...“ - მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
1741118900
ეს მოვლენა, წელიწად-ნახევარში ერთხელ ხდება და 40 დღის მანძილზე გრძელდება.
წელს ის იწყება ვერძის მე 10 - ე გრადუსზე.
ვენერა მართავს კუროს და სასწორის ნიშნებს, შესაბამისად გავლენა ძირითადად ურთიერთობების, პარტნიორობის, ფულისა და ფასეულობების სფეროს, თუმცა რადგან ვერძისა და თევზების ნიშნებს გადის, სწორედ ამ ნიშნის და ქალწულისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლები იყავით ჭკვიანად
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვერძის ნიშანი მარსიანელია, ამიტომ თითოეულმა გაითვალისწინეთ, რომ ცხელ გულზე, იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებებით განსაკუთრებით ავნებთ თქვენს ურთიერთობებს, საქმესა თუ ფინანსურ წამოწყებებს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ უკუსვლით ფაზაში ვენერა უახლოვდება მზეს, შესაბამისად ის რაც აქამდე იყო გაურკვეველი, გადადებული შორეულ პერსპექტივებზე, სააშკარეოზე გამოვა და თუნდაც მტკივნეული გამოსავლით ამ დროისთვის, მაგრამ საჭირო ცვლილებებსა და მეტ გარკვეულობას შემოიტანს ნებისმიერის ცხოვრებაში.
პროცესი არ ჩერდება, თუმცა მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი მეტი გაცნობიერებით, გადაფასებებითა და საკუთარ თავში გარკვევით...
რეალურად რა მინდა მე?
ეს არის ალბათ ამ პერიოდისთვის ყველაზე აქტუალური მთავარი კითხვა ჩვენი თავის მისამართით.
უკუსვლით ფაზაში შესვლისას პლანეტა ახდენს სვლის შენელებას სტაციონარულობამდე, შემდეგ კი ნელ-ნელა შებრუნებისას უბრუნდება თავის ბოლო პერიოდში განვლილ გზას, (რეტროგრადული სვლა), იმისათვის რომ რეტროგრადულობის პერიოდის ბოლოსკენ ისევ შეჩერდეს და მოტრიალდეს დირექტიულ მოძრაობაში, დაუბრუნდეს გზას რომელსაც ის მეორედ გაივლის ერთ სრულ ციკლში.
ეზოთერული გაგებით ეს არის წარსულთან დაბრუნება, რომლის არსი არის საკუთარი შინაგანი სამყაროს წვდომა, განვლილი გამოცდილებების გაანალიზება, ამიტომ პლანეტა ვენერას რეტროგრადულობისას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესში ერთვება მალე რეტროგრადული მერკურიც, არ არის სასურველი ახალი წამოწყებები, პროექტები, პერსპექტივების განხილვა, ამ დროს ნებისმიერ წამოწყებებს სირთულეები ახლავს, ან შესაძლოა საერთოდ ამ გეგმებმა შედეგი არ გამოიღოს.
ამ დროს იცვლება თამაშის წესები, გარე ფაქტორები, კანონები, ყველაფერი სხვაგვარად ყალიბდება, მაგრამ შედეგები ჯერ კიდევ არაა განსაზღვრული. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება არაადეკვატური და არასწორი სიტუაციის შესაფასებლად. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეტროგრადულობამდე დაუსრულებელ წრეზე ვტრიალებდით, ახლა კი შესაძლოა გონივრული ქმედებით, ძველი სირთულეებისა და სიტუაციების დასრულება
გაგრძელებისთვის გადაწყვეტილების მიღება პირიქით, ამ დროს ნაჩვენებია.
ვენერას ამ მახასიათებელს როგორც აღვნიშნეთ, ემატება მერკურის რეტროგრადულობა, რომელიც იგივე პროცესებს გაამძაფრებს განსაკუთრებით, ასე რომ მოემზადეთ, წინ საკმაოდ საინტერესო, დიდი შესაძლებლობების, ცვლილებების მომტანი პერიოდია.
სამყარო, როგორც მასწავლებელი.... პერიოდი - შეცდომების გასწორება.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს ხშირად ბრუნდება წარსულიდან სიტუაციები, ან ადამიანები, წინა პლანზე იწევს ისეთი საკითხები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა მიზეზით თითქოს ჩვენი გონების ქვედა უჯრებში იყო გადახარისხებული. ეს სიტუაციები მაშინ იყრის საფუძველს და მაშინ მძაფრდება მათი აღქმა, როდესაც ვენერა ერთგვარ მარყუჟს აკეთებს რეტროგრადულობამდე. რეალურად ჩვენ ამ დროს ვართ დროის მანქანაში.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 13 აპრილს ვენერა სწორ რელსებს უბრუნდება, მარყუჟიდან მაისის შუა პერიოდისთვის გამოვა.
საბოლოოდ სიტუაციის შეფასებას სწორედ
ამ პერიოდში შეძლებთ.
რეტროგრადული ანუ უკან მავალი ვენერას პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
არ არის სასურველი ქორწინება, ნიშნობა. ასევე ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პირად-სასიყვარულო სფეროში, რადგან ამ პერიოდში შეგრძნებები, სურვილები და ფასეულობები არარეალურია. ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ შეფასებები, რადგან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლის გაცნობისას შესაძლოა იფიქროთ რომ მთელი ცხოვრება მათ ელოდით, საბოლოოდ რეტროგრადული პერიოდის ჩავლისას კი გაოცებული დარჩებით საკუთარი თავის ქმედებითა და არჩევანით.
საქმიან სფეროში ამ პერიოდში მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს, პარტნიორი კომპანიების შერჩევას და მათთან ხელშეკრულებების გაფორმებას, ნუ იჩქარებთ თანამშრომლების შერჩევასა და აყვანას. ამ პერიოდში არ არის ხელსაყრელი სალონებისა და ესთეტიკური სახლების გახსნა. პრეზენტაციების მოწყობა და სხვადასხვა სარეკლამო თუ PR კომპანიები.
მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, რადგან შემდგომ, შესაძლოა შედეგით იმედგაცრუებული ან უკმაყოფილო დარჩეთ. ასევე ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ სამკაულსა თუ ტანისამოსს, ეცადეთ მისი საჭიროება მაქსიმალურად განსაზღვროთ.
პერიოდი ხელსაყრელია ძველი შეცდომების (ზემოთ აღნიშნულ სფეროებში) გასაანალიზებლად , საკორექციოდ, განსაკუთრებით თუ თქვენს ცხოვრებაში ხშირად მეორდება ერთმანეთის მსგავსი სიტუაციები, ხშირად ტრიალებენ სახასიათო შტრიხებით მსგავსი ადამიანები.
პარტნიორულ სფეროში ძველი კავშირების აღსადგენად ერთ-ერთი კარგი პერიოდია, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ხელოვნური სახე, ყურადღება მიაქცეთ ერთ ფაქტს - თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებსაც წარსულში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ.
ყურადღება დაუთმეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, დაუბრუნდით სპორტს, შეუდექით იმ ძველი საჭირო საკითხების შესწავლას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით კარგა ხნის წინ შეწყვიტეთ.
დაასრულეთ ასევე საკითხები რომელიც სხვადასხვა საბუთების მოწესრიგებას უკავშირდებოდა.
პერიოდი იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
(მაგრამ არა პრეზენტირებისთვის)
ყურადღება მიაქციეთ წონას, ამ დროს მატულობს ტკბილზე მოთხოვნილება, მნიშვნელოვანია მსგავს პერიოდებში დიაბეტის მართვა.
ყურადღება!!!
მათ საყურადღებოდ ვისაც ნათალურ რუკაში აქვს რეტროგრადული ვენერა
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვენერა დირექტიული ხდება, სწორდება ანუ ის პრობლემები და გაუგებრობები, რომელიც სახასიათოა რეტროგრადული ვენერისთვის ამ პერიოდში არ იქნება გამოხატული და აქტუალური თქვენთვის! პირიქით ამ პერიოდში იდეალურად იგრძნობთ თავს ზემოთ ხსენებულ საკითხებში, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს სასიკეთო პერიოდი.