1788900039
დააკავეს კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში ძაღლს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლა
გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის მოკვლა სცადეს - ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ძაღლის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ასევე ნახეთ:
ასტროლოგი განმარტავს, რისი გაკეთებაა აკრძალული ძველით ახალ წელს












