„არსებობდა, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე...“ - მოსამართლე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე

მკვლელობა

გიორგი კავლელაშვილს, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, შესაბამისად სასამართლო პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, მან გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

„გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გამოვიყენე პატიმრობა, მოგეხსენებათ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე საქმეზე არსებობდა, როგორც მტკიცებულებითი ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. ამაზე დეტალებში ვეღარ ვისაუბრებ, ეს სამი საფრთხე არსებობდა, რაც იშუამდგომლა ბრალდების მხარემ, გავიზიარე. [ბრალდებულის] მისი პოზიცია იყო ის, რომ დაეთანხმა, ცდილობდა რაღაც თავის მორალურ პასუხისმგებლობას, აქედან გამომდინარე საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია დაცვის მხარეს. ჩემამდე უკვე ინფორმირებული იყო, [რომ მისი მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა]”, - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ - საპატრიარქო

ცნობილია, ვინ მიიღებს მედიკამენტებს უფასოდ

ჰააგაში, ისრაელის მიერ ღაზაში გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე ისტორიული პროცესი დაიწყო