ეს 5 ნივთი არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1716051908
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე განხილვა დაიწყო.
ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი ICJ-ში სამხრეთ აფრიკამ შეიტანა. სამხრეთ აფრიკის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინელების დევნა არა 7 ოქტომბერს, არამედ 76 წლის წინ დაიწყო.
„2004 წლიდან ღაზის სექტორში ისრაელი აკონტროლებს გადსასვლელ პუნქტებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ღაზის სექტორი ამჟამად ოკუპირებულად ითვლება. სამხრეთ აფრიკამ ერთმნიშვნელოვნად დაგმო „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა და მძევლების აყვანა. თუმცა, არც ერთი თავდასხმა არ ამართლებს კონვენციის დარღვევას. ისრაელმა ეს ხაზი გადაკვეთა და გენოციდის კონვენცია დაარღვია“, - აღნიშნა რონალდ ლამოლამ.
ისრაელს სასამართლოში ქვეყნის უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აჰარონ ბარაკი წარმოადგენს.