ალბანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - ისინი მოპარული სამკაულების საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ

ბკ

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 და 36 წლის კაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ. 
სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული.

ალბანეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, "როლექსის" საათი და მარგალიტის ყელსაბამი.

ასევე ნახეთ:

გარდაცვლილი მომღერლის, ნიკა გაგნიᲫის შვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - „ყოველი დღე გადამწყვეტია“

1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული - თბილისი-სენაკის მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა

ნოემბერში, საქართველოში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი