35-წლის მერე მოპოვებული სექსუალური ძალადობის მტკიცებულება - მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა, შესაძლოა, ციხე დატოვონ

მენენდესები

ძმები მენენდესების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევაა ამერიკულ კრიმინალურ ამბებში.

ორ ძმას 1989 წელს მშობლების მკვლელობისთვის მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და სასამართლოს წინაშე 2024 წლის 25 ნოემბერს კვლავ წარდგნენ, და შესაძლოა, მათთვის თავისუფლების კარი გაიღოს.

ახალი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია მენენდესის საქმე ხელახლა გახსნას
ლაილმა და ერიკმა მამა ბავშვობაში მათზე ძალადობაში დაადანაშაულეს, მაგრამ სასამართლოში ბრალდება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ლოს-ანჯელესის პროკურორებმა დღეს სთხოვეს მოსამართლეს, გადაეხედა საქმისთვის, ან სულ მცირე, განიხილოს პირობითი ვადა, ახალი მტკიცებულებების ფონზე, რომლებიც გაჩნდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელსაც ორი ძმა განიცდიდა მამის მხრტიდან. 
მენენდესებმა 35 წელი უკვე მოიხადეს ციხეში. პროკურორმა ჯორჯ გასკონმა სთხოვა მოსამართლეს, რომ ლაილსა და ერიკს, რომლებიც ახლა 56 და 54 წლის არიან, მიიღონ ახალი, შემცირებული, 50-წლიანი სასჯელი.

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ორი ძმა შეიძლება დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ციხიდან, რადგან კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს ისინი 26 წლამდე იყვნენ.

ამიტომ, თუ მოსამართლე გასკონის მოთხოვნას დაეთანხმებოდა, ორი ძმა პირობით ვადამდე გათავისუფლების კოლეგიაზე უნდა გამოსულიყო. დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომს, რომელსაც 150 დღემდე ექნება თავისი აზრის გამოქვეყნებისთვის.

ძმები მენენდესების ამბავი
ლაილმა და ერიკმა, როდესაც ისინი 21 და 18 წლის იყვნენ, დახვრიტეს და მოკლეს მშობლები, ხოსე და კიტი, თავიანთ სასახლეში, ელმ დრაივზე, ბევერლი ჰილზში. პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც 1994 წელს დასრულდა, ბათილად იქნა ცნობილი, რადგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთსულოვანი ვერდიქტი არ მიიღო. 1996 წელს, მეორე დახურულ სასამართლო პროცესზე, ორ ბიჭს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

მეორე სასამართლო პროცესზე, ორი ძმის მიმიმართ მამის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამბავი არ მიიჩნიეს სარწმუნოდ და დაკმაყოფილდა ვერსია, რომ ორმა ბიჭმა სასტიკად მოკლა მშობლები მხოლოდ იმისთვის, რომ მიეღოთ ძალიან დიდძალ ოჯახურ ქონებაზე. ძმების ადვოკატებმა განაჩენის გადახედვა დაიწყეს ორ მნიშვნელოვან ახალ მტკიცებულებაზე და ძმების კარგ ქცევაზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება ეხება პუერტო-რიკოელი მუსიკალური ჯგუფის Menudo-ს წევრის, როი როსელოს გამოუქვეყნებელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ იგი გააუპატიურა ხოსე მენენდესმა (ლაილისა და ერიკის მამა), RCA მუსიკალური ლეიბლის მენეჯერმა, 1980-იან წლებში. თუმცა, ასევე ნაპოვნია 1988 წლის დეკემბერში დათარიღებული წერილი, რომელშიც ერიკი სწერს ბიძაშვილს, სექსუალური ძალადობის შესახებ, მამის მხრიდან. შემდეგ ორი ძმის ისტორია გაცოცხლდა Netflix-ის სერიალში Monsters, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ხავიერ ბარდემის, ქლოე სევინიის, კუპერ კოხის და ნიკოლას ალექსანდრ ჩავესის კალიბრის მსახიობები. - წერს უცხოური მედია.