1734018035
„მამამ შვილს შეშით სცემა“ – 6 წლის პაპუნას სულის შემძვრელი ამბავი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ 6 წლის პაპუნა ქუთელიას ოჯახზე სულ ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმი“ წერდა – მალე ოჯახს ახალი სახლი ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ასევე საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია ავრცელებს.
„მეგობრებო, მინდა გამცნოთ სასიხარულო ამბავი: პაპუნას მალე საკუთარი ჭერი ექნება! ყველას გახსოვთ პაპუნა, რომელიც სახლზე ოცნებობდა. სამეგრელოს სოფელ დარჩელსა და რიყეში ფონდი „ცედაკას“ თანამშრომლებმა ამავე ფონდის დამფუძნებლების დავალებით აღმოაჩინეს ორი უკიდურესად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი. ისინი ცხოვრობენ, გაუსაძლის პირობებში. აწვიმთ, ათოვთ… დღეს კი ორივე ოჯახისთვის სახლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ისეთია ნებისმიერი ადამიანი ინატრებს იქ ცხოვრებას.
ადამიანი, რომელიც ხარობს მისთვის უცნობი ადამიანების გახარებით. ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ფიქრობს, ვის რა არგოს და ეს ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელიც არის. ადამიანი, ვისი წყალობით უამრავი ბავშვი იღვიძებს საკუთარ სახლში და თბილ საწოლში. ადამიანი, ვინც აპურებს და ზრუნავს ასობით გაჭირვებულ თანამემამულეზე. ეს არის დიდი ადამიანი. დიდი გულის პატრონი – გელა ქარდავა. მადლობა ძმებ ქარდავებს. მადლობა ფონდ „ცედაკას“, – წერს ფაცაცია.
6 წლის პაპუნა ქუთელია დედის სახლში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ბიჭუნა საჭმელზე და თბილ სახლზე ოცნებობდა.