ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილდეს.
"თოვლი ისევ მატულობს, სახურავები ბევრ ადგილას ჩავარდა. გამოუვალი მდგომარეობაა, ხალხი ვერ მიდის, რომ დასჭირდეს მიხმარება. გაწმენდითი სამუშაოები ცოტა შეფერხებულია. შრომის სოფლებში, თვითონ შრომაში, ზემოთ, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, გზა გაუკვალავია, ხალხს უჭირს მოძრაობა, გადაადგილება, სასწრაფო ვერ ადის, ნაძვები ჩამოსაბელია, ხაზები დამჯდარია ზედ ხაზებზე", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ქვეყანაში, უკვე მეექვსე დღეა, სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე რთული ვითარება ისევ გურიაშია, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მამაკაცი სახურავის წმენდის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ბეტონის ფილა დაეცა. თოვლმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაკეტილია გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა.
"წყალი არ არის, შუქი არ იყო, გაზი არ იყო, შუქი და გაზი მოვიდა, მაგრამ ეს მარტო არ შველის, ხალხი შრომაში და ომფალეთში ჩარჩენილი არის, ბევრი სახლები დაიშალა, საჭმელი და სასმელი არა აქვთ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ამ რაოდენობის თოვლი არცერთ წელს არ ახსოვთ.
"2005-ში მახსოვს, მერე 2012-ში თუ 2014-ში, მაგრამ ახლა რომ თოვლია, ასეთი თოვლი არასდროს ყოფილა", - აცხადებს ადგილობრივი.