სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს

გზა თოვლი

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.

„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.