შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

ალილო

ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. ალილოში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელო პირები, მრევლთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

საკათედრო ტაძარში კი საშობაო პარაკლისი მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აღავლინა.ალილოს მონაწილეებს, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გადასცეს.ალილოს მონაწილეებს ნობათი ასევე გადასცეს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა.