რუსთავის საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ 25-26 ივნისს „არტ გენს“ და „უსმინეს“ უმასპინძლებს

ოქსიგენი

პირველად რუსთავის ცენტრალურ პარკში, 25 და 26 ივნისს საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი” მუსიკალურ ფესტივალ “არტ - გენს” და “უსმინეს” უმასპინძლებს.

25- ივნისს მთავარი სცენა “გაგა ფრანს”, სუხიშვილებს და 33ა-ს დაეთმობა. ფოლკ სცენას, ქვემო ქართლის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, ასევე “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური დაიკავებენ.

26-ივნისს, ფესტივალის სტუმრებს თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის- “უსმინეს” დღე ელით.  მთავარი სცენა,  19:00 საათიდან ჯგუფებს:  Papanus, LUA, Bad Habits, Reggaeon, Killages დაეთმობათ.

ელექტრონულ სცენას კი, 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი DJ-ები // 4pm - 4am დაიკავებენ.

მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს,მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც  (STALL).

ფესტივალზე მედია აკრედიტაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1LlZc5HhW4fd1u8o4tXIt5SBqYdVxyNczMxnj4HFyQtM/edit