ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-5 დღეა ოზურგეთის მერია, საქართველოს მთავრობასთან და ყველა შესაბამისი სამსახურებთან ერთად საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ოზურგეთი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-5 დღეა ოზურგეთის მერია, საქართველოს მთავრობასთან და ყველა შესაბამისი სამსახურებთან ერთად საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ამჟამად, იწმინდება დაბა ურეკის, დაბა ნარუჯის, დვაბზუს, ცხემლისხიდისა და შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულები.

დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით,

ქალაქსა და სოფლებში თოვლისგან ხელახლა იწმინდება გზები, მიღებულია შესაბამისი ზომები, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერდეს კრიტიკულად აუცილებელ მიმართულებებზე.

მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 60 13 04