ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აღიარა.
როგორც არესტოვიჩი წერს, რადამ ზელენსკის ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით სილა გააწნა. ის ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩაგდებით და პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ზელენსკის მანდატის არაღიარებით, პარლამენტმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი წასვლის დროა.
რეზოლუციაში, რომელსაც რადამ მხარი არ დაუჭირა, წერია, რომ: „ომის დროს არჩევნები არ ტარდება და რომ ზელენსკი არჩეულია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით, ხოლო მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებენ“.
„ეს აშკარა სიგნალია: წადი ახლა, შენ უვადო მანდატს არავინ მოგცემს და ეს ყველაფერი ევროპის თვალწინ. ევროპა გარანტიებს ელოდება და ხედავს პარლამენტს, რომელიც, ფაქტობრივად, პრეზიდენტს უკუთვლის წამმზომს ურთავს. ეს სანახაობრივი სილის გაწვნაა. ზელენსკის შეახსენეს, რომ ის დროებითია, რომ მას უკვე დღეები აქვს დარჩენილი [თანამდებობაზე]. უმაღლესი რადა აშშ-ს სიგნალს უგზავნის - მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მათთან, ვინც სათავეში რჩება“, - წერს არესტოვიჩი და აღნიშნავს, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, პრაგმატულად და ილუზიების გარეშე უნდა იმოქმედონ.
საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809