1740492600
"საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ მარტო, მით უფრო - ოკუპირებული ქვეყანა" - ანა ბუჩუკური

მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კრიტიკას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩს საკუთარი ფუნქცია ვერ გაურკვევია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს მარტო.
"რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკაზე, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავრჩეთ და არ ვიყოთ მარტო, მით უფრო - ოკუპირებული ქვეყანა, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც ხდება რეგიონში", - აცხადებს ანა ბუჩუკური.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირში ერთსულოვნებას მოითხოვს და სამწუხაროა, რომ ეს ერთსულოვნება არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც ელჩს ვერ გაურკვევია, რა არის მისი ფუნქცია. მისივე თქმით, ჰერჩინსკის თავი პროკურორი ჰგონია, რომ საქართველოში დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს.