ონში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თოვლის წმენდა

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

17 იანვარს, დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია პიპილეთი-ჟაშქვა-ღუნდა-სორგითის მიმართულებით, როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები.

გზების წმენდითი სამუშაოები დასრულდა ბარი-მრავალძლის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.

გზების წმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება.