ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია

ხანძარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია. ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ეკალბარდებს უკიდია.

როგორც ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლმა, ბუთხუზ ხორავამ განაცხადა, ტერიტორია, სადაც ხანძარია, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და საჭიროების შემთხვევაში მათი დამატება მოხდება.

,,ტერიტორია სადაც ცეცხლია გავრცელებული, დაჭაობებულია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა შიგნით ვერ ახერხებს შესვლას. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მოუახლოვდება, საჭირო ღონისძიება გატარდება, სწორედ ამისთვის არის შესაბამისი სამსახური. აქ ნავთობტერმინალი მდებარეობს და როგორც მაქვს ინფორმაცია, იქაც მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები,“ - აღნიშნა ბუთხუზ ხორავამ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.