ფოტოები: „სახლი კი არა, რაღაც ზღაპრის დეკორაციაა“ - ნახეთ საახალწლოდ მორთული სახლი ზუგდიდში

სახლი

ზუგდიდელმა ცოლ-ქმარმა კახა ხასაიამ და მედიკო ქორთუშვილმა ოდიშის ქუჩაზე თავიანთი ოცნების სახლი წელსაც განსხვავებული საახალწლო დეკორით მორთეს.

მეუღლე კახა ხასაია საერთაშორისო ორგანიზაციაში წლებია მუშაობს და მეუღლის თქმით, სწორედ მას აქვს კარგი გემოვნება და დიზაინის საოცარი ნიჭი.

„სახლი კი არა, რაღაც ზღაპრის დეკორაცია მგონია. სასწაულია, როგორი დიდი და ულევი ფანტაზია უნდა ჰქონდეს ამის შემოქმედს, და ამასთან ერთად, რამდენი შრომა და ენერგია უნდა ჩაიდოს ამ ყველაფერში. ულამაზესია, ყველასგან განსხვავებული და მიხარია, რომ ჩემს ქალაქში შეიძლება ასეთი სილამაზე იხილო და დატკბე .
დარწმუნებული ვარ , ეს ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იქნება, რომ ასე მორთონ და გაალამაზონ საშობაო/საახალწლოდ თავიანთი სახლ-კარი. ასეთი წარმომიდგენია ლაპლანდია გილოცავ, მრავალს დაესწარი საყვარელ ადამიანებთან ერთად! ",- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

ოდიშის ქუჩაზე საახალწლოდ მორთული ხასაიების ბრჭყვიალა და ფერადი სახლი იანვრის შუა რიცხვებამდე ინარჩუნებს სადღესასწაულო იერს. აქ გამვლელები ჩერდებიან და ფოტოებს იღებენ.