1772562813
დღეს ღვთისმშობლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სახლში სამი წელი იზრდებოდა. შემდეგ იგი იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.
მართალი იოაკიმ და ანას განსაკუთრებული მადლი აქვთ: უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.











