„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, კენჭისყრის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია.
ადგილობრივი სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ვლადიმერ პუტინის მმართველი გუნდი, „ერთიანი რუსეთი“, ამომრჩეველთა ხმების 49,06%-ის მოპოვებას შეძლებს. დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ ეს შედეგი ოდნავ ჩამოუვარდება წინა საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელს, სადაც მმართველმა პარტიამ 49,8% დააგროვა.
წინასწარი პროგნოზით, მეორე პოზიციას 12, 26%-ით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია იკავებს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ს გადააჭარბა.
