სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა
1685545071
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.
საქმეზე დაკავებულია სამი პირი - პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ორი ხელოსანი, რომლებიც მეპატრონის მითითებით სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნგრევა სწორედ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს.
სასამართლოს შენობასთან შეკრებილები არიან ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები და დაზარალებულები. დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
"ბრალდებული არასდროს არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ ყველაფერი იცოდნენ და არაფერი არ გააკეთეს. მუშა ამოვიდა, გაზი გაითიშებაო, მხოლოდ ეს მითხრა და გარბოდა. თვითონ ადგა და გაიქცა, ვინაიდან ეს ამბავი უკვე იცოდნენ. დილით წავიდნენ "დომკრატების" მოსატანად, სახლის გასამაგრებლად, იმის ნაცვლად, რომ ხალხს დახმარებოდნენ. ეს ყველაფერი უპატიებელია და ყველა უნდა დაისაჯოს როგორც საჭიროა. მჯერა რომ სამართალი იქნება, - განაცხადა კორპუსის ნგრევისას დაღუპული სერგო ჩხატარაშვილის შვილმა, ნინო ჩხატარაშვილმა.
ამასთანავე, სასამართლოსთან იმყოფებიან ბრალდებულების ახლობლები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება სწორად წარიმართოს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1685631446
თუშეთში ახალგაზრდა მწყემსი გარდაიცვალა
1685515368