თუ თქვენი დილა ყავით იწყება, ეს ინფორმაცია ნახეთ – რა უნდა ვიცოდეთ ყავის შესახებ

yava

ყავა – სასმელი, რომლის გარეშეც ბევრ ადამიანს ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია. თუმცა, ხშირად ისმის კითხვა, რამდენად სასარგებლოა?…

ნორვეგიელმა მკვლევრებმა 20-დან 79 წლამდე 508 747 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეაგროვეს და საშუალოდ 20-წლიანი მონაკვეთები შეისწავლეს.

ექსპერიმენტში მონაწილეებმა, ასევე მიუთითეს ყავის ტიპი და რაოდენობა. აღწერდნენ იმასაც, ყავას ფილტრავდნენ თუ არა.

როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, გაფილტრული ყავის სმა ნაადრევი სიკვდილის რისკს 15%-ით ამცირებს.

თუმცა, ეს მაჩვენებელი გაუფილტრავი ყავის შემთხვევაში იკლებს.

გაუფილტრავ ყავასთან შედარებით, გაფილტრული ყავა გულის იშემიური დაავადებებითა და ინსულტით სიკვდილის რისკფაქტორების შემცირებასთან დაკავშირებული აღმოჩნდა.

სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში ოთხ ფინჯან ყავას სვამდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაფილტრული ყავისგან განსხვავებით, გაუფილტრავი ყავა შეიცავს ქოლესტერინის დონის ამწევი ფიტოქიმიური ნივთიერებების, სახელად დიტერპენების გაცილებით მაღალ რაოდენობას.