ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება
1767163943
გამოცდილ და ძალიან ეფექტურ პროდუქტს - ჩიას თესლს თუ სწორად მიიღებთ, შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების სწრაფად მოშორებას.
ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ სპორტსმენებისგან იპყრობს. მისი სხვადასხვა სასმელებში ჩამატებითა და მირთმევით ვიღებთ იმ რაოდენობით ენერგიას, რომ კიდევ ერთი აქტიური და მძიმე ფიზიკური ვარჯიშის შესრულება ბავშვურ თამაშად შეიძლება მოგვეჩვენოს.
როგორ დავიკლოთ წონა ჩიას თესლის დახმარებით
მინუს 9 კგ 1 თვეში
თუ თქვენ კვებაში მინიმალურ ცვლილებებს შეიტანთ და ამ ცვლილებების პარალელურად ჩიას თესლს რეგულარულად მიირთმევთ, ჭარბი წონის პრობლემა წარსულში დარჩება. მეტაბოლიზმისა დაჩქარების, ცხიმების წვის პროცესის სტიმულირებისა და ორგანიზმის გაწმენდის ხარჯზე ზედმეტი კილოგრამები თვალსა და ხელს შუა გაქრება.
ინგრედიენტები:
1 ს.კ. ჩიას თესლი, 1 ს.კ. ნატურალური თაფლი (თხევადი), 1 ლიმონი, ნახევარი ჭიქა წყალი...
მომზადებისა და გამოყენების წესი:
აიღეთ პატარა ზომის ჭურჭელი, ჩაყარეთ მასში ჩიას თესლი და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მარცვლები ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ერთი საათით. დაყოვნებული მასა გადაწურეთ. სითხე შეგიძლიათ გადაღვაროთ, რადგან დაგვჭირდება მხოლოდ კარგად დამბალი მარცვლები, რომელთაც უნდა დავუმატოთ ნახევარი ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ლიმონის წვენი.
მიღებული ნარევი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე, ერთგვაროვანი კონსისტენციის წარმოქმნამდე. შეინახეთ მზა მასა მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ის 2-3 სუფრის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ის თავიდან. როგორც უკვე გითხარით, ამ საშუალებით 1 თვეში დაახლოებით 9 კილოგრამს მოიშორებთ. თუ კვებაში გარვკეულ ცვლილებებსაც შეიტანთ, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!
👉 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ
👉 ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ და მუზეუმში გამოფენენ
👉 რა დეტალები ხდება ცნობილი, თურქეთში, ქართველი ქალის მიერ მეუღლის მკვლელობაზე