ილია მეორე განცხადებას ავრცელებს
1731781222
ეგვიპტეში ზვიგენს, რომელმაც ერთ-ერთ პოპულარულ საკურორტო პლაჟზე ზღვაში მცურავი რუსი ტურისტი, ვლადიმირ პოპოვი შეჭამა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ და მუზეუმში გამოფენენ. ინფორმაციას დასავლური მედია ადგილობრივ გამოცემა Al Arabiya-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზღვაო მეცნიერებების ინსტიტუტის სპეციალისტებმა ზვიგენის ბალზამირების პროცესი უკვე დაიწყეს და დასრულების შემდეგ ექსპონატს ინსტიტუტის მუზეუმში წარმოადგენენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ სპეციალისტებმა გაკვეთის შემდეგ ზვიგენის სხეულიდან ადამიანი ნაწილები, მათ შორის, თავი, მკერდი და ხელები ამოიღეს. სხეულის დარჩენილ ნაწილებს კი მეთევზეებმა ზღვაში მიაგნეს.
მათივე ცნობით, ზვიგენმა 23 წლის პოპოვის თითქმის სრულად შეჭმა მოასწრო და სხეული მხოლოდ დასახმარებლად დაძრული მეთევზეების ნავის გამოჩენის შემდეგ მიატოვა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ზვიგენის გაკვეთისა და შესწავლის შედეგად მომავალში ზვიგენის თავდასხმების რისკების შემცირებას შეძლებენ. რეგიონის გუბერნატორის თქმით, იგეგმება ზღვაში სპეციალური ბადეების განთავსებაც.
23 წლის ვლადიმირ პოპოვი რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად ეგვიპტეში საცხოვრებლად გადავიდა. თავდასხმის ის ზღვაში შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც ზვიგენისგან თავის დაღწევა მოახერხა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!
👉 რა დეტალები ხდება ცნობილი, თურქეთში, ქართველი ქალის მიერ მეუღლის მკვლელობაზე
👉 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ