ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
„როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება, ან დაკავება, აითვლება მისი სასჯელის ვადა. ძებნაზე გადაეცემა. სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, ჩემთვის უცნობია. გავასაჩივრებთ შესაბამის ინსტანციაში“, - განაცხადა ია დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ.
„მძიმე იყო ამ ყალბი განაჩენის მოსმენა. გავასაჩივრებთ ამ უსამართლო განაჩენს“, - აღნიშნა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი.
ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.