დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ავოკადო გახლავთ უნიკალური ხეხილი, რომელიც 20-მდე სახეობის ვიტამინს და მინერალებს შეიცავს. როგორც დადგინდა, ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკსაც.
კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადოს ხანგრძლივი მიღება მკვეთრად ამცირებს სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს. აწესრიგების კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის და თმის სტრუქტურის განვითარებას, ხელს უწყობს წონაში კლებას.
1/5 ავოკადო დაახლოებით 40 გრამია, რომლის ენერგეტიკული ღირებულება 64კკალ.
მას ხშირად უწოდებენ „სუპერ საკვებს“ (Super Food) მისი მაღალი კვებითი ღირებულებისა და სასარგებლო თვისებების გამო.
წარმოადგენს ვიტამინების - C, E, K და B6-ის მნიშვნელოვან წყაროს.
შეიცავს ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, კალიუმს, B კაროტინს და ომეგა სამს.
ყოველდღიურად ავოკადოს მიღება მკვეთრად არეგულირებს ქოლესტეროლის დონეს სისხლში.
მასში შემავალი ჯანსაღი ცხიმები აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და ამცირებს ტვინის უჯრედების დაავადებების წარმოქმნის რისკს.
ავოკადოში შემავალი მინერალები, განსაკუთრებით ვიტამინი C, იცავს კანს მზისგან, ხოლო ვიტამინი E იცავს მას ზოგადი რადიაციული გამოსხივებისგან.
როგორც ცნობილია, ის იმ რაოდენობის ცილას და ნაჯერ ცხიმს შეიცავს, რომ მას "ბოსტნეულის ხორცსაც" ეძახიან. შესაბამისად, ახლა, მარხვის პერიოდში, მისი მიღება ყველაზე კარგი პერიოდია.
მასში შემავალ ბოჭკოს შეუძლია შიმშილის გრძნობის გაქრობა და კმაყოფილების შეგრძნების გამოწვევა, რის გამოც უმჯობესდება და რეგულირდება მონელება. საგრძნობლად ამცირებს წახემსების სურვილს.
ანუ ნახეთ, რა ხდება - კალორიულია, გაკმაყოფილებს, მალე განაყრებს და შედეგად, ბევრს არ ჭამ და რა? ხდები!
სრული ბედნიერება ავოკადოში ყოფილა!
მისგან შიგიძლიათ მოამზადოთ საუზმეები, სალათები...
ასევე დაგაინტერესებთ: "ტაძარში თეატრი გაგიგონია, შენ?..." - რა უწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა "მეტეხის თეატრის" მსახიობებს