როგორ „გამოიყურება“ სუნი - მეცნიერების თქმით, ყნოსვის საიდუმლოს მიაგნეს

ყნოსვა

მეცნიერებმა თაგვებში ცხვირის რეცეპტორების პირველი დეტალური რუკა შექმნეს, რომელმაც აჩვენა, რომ სუნის აღმქმელი ნეირონები შემთხვევითად კი არა, მკაცრად ორგანიზებული წესით არის განლაგებული.

კვლევა 300-ზე მეტი თაგვის მონაცემებს ეფუძნება.

მკვლევრებმა მილიონობით უჯრედის ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ყნოსვითი რეცეპტორების განლაგება კონკრეტულ კანონზომიერებას ემორჩილება და მჭიდრო კავშირშია ტვინის იმ უბნებთან, რომლებიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენას ყნოსვითი სისტემის მუშაობის შესახებ და შესაძლოა, მომავალში ადამიანის ყნოსვის დარღვევების მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნასაც შეუწყოს ხელი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყნოსვა ადამიანის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი უკეთ შესწავლა მედიცინისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.