აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ

კობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა.

ამ დროისთვის, კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია.

არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დაკავებული, ამ ეტაპზე, უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

⇒ თურქეთში ქართველმა ქალმა ქმარი საქათმეში, ნაჯახით მოკლა - თურქული მედია

⇒ პოლონეთში ქართველები დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია

⇒ ვინ არის ქალი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა და ინტერპოლი ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით ეძებს