1728583740
როგორ გავაცილოთ ძველი წელი, რომ ახალმა წარმატება მოგვიტანოს
მართალია, ბევრი მხოლოდ 31 დეკემბერს აქტიურდება, მაგრამ სინამდვილეში ახალი წლისთვის მზადება, ბევრად ადრე, ძველი წლის გაცილებით და რამდენიმე სავალდებულო რიტუალის შესრულებით იწყება, რათა ახალ ცხოვრებაში არ გაგვყვეს ძველი წყენა, დარდი და უიღბლობა.
პირველ რიგში, აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა, სახლის დალაგება და გულდასმით გამოგვა, რათა გაწმინდოთ ძველი ნეგატიური ენერგიისგან და გაათავისუფლოთ ახალი პოზიტიური ენერგიისთვის.
ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ცოცხი აუცილებლად კარიდან კარამდე უნდა მოუსვათ, რათა ზღურბლიდან გაიტანოთ ნეგატივი და უკან აღარ დააბრუნოთ. თუმცა, არ ღირს სახლის დალაგება 31 დეკემბერს, ისე, როგორც არ შეიძლება სარეცხის დარეცხვა, კერვა ან თუნდაც ღილის მიკერება. უმჯობესია „სამეურნეო სამუშაოები“ რამდენიმე დღით ადრე მოათავოთ.
ბევრს შესაძლოა ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანია ძველი წყენისგან გათავისუფლება და ბრაზის წარსულში დატოვება, რადგან სახლის გაწმენდასთან ერთად, მისი პატრონიც უნდა „გასუფთავდეს“.
დაივიწყეთ უსიამოვნებები, აპატიეთ შეცდომები ახლობლებს და მათაც ბოდიში მოუხადეთ, ვისაც თვლით, რომ თვითონ აქვს ბოდიში მოსახდელი. ამასთანავე, კარგი იქნება თუ ყველა ვალს ახალ წლამდე გაისტუმრებთ და ბევრად უკეთესი, თუ საკუთარ ვალებსაც დაიბრუნებთ.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი