დააკვირდით, სანამ შეიძენთ! - რა უნდა იცოდეთ, სახის კრემის შეძენის დროს

კრემი

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემების დიდ ნაწილს აქვს აქტიური კომპონენტების მეტად მცირე არსენალი, რომელიც ნამდვილად ებრძვის ნაოჭებს. ცალკეულ იაფფასიან კრემებში მსგავსი ელემენტები შესაძლოა არც იყოს, ამიტომ კარგად გაეცანით ინსტრუქციას.

კრემის სიძვირე სრულიადაც არ მიუთითებს მის სიკარგეზე. ზოგიერთ ძვირად ღირებულ ნაწარმში შესაძლოა საშიში კომპონენტებიც კი აღმოჩნდეს.

შევისწავლოთ მავნე ინგრედიენტები. პარაბენი (Paraben) - ყველა კრემი შეიძლება შეიცავდეს კომპონენტს, რომლის დასახელება მთავრდება “პარაბენზე”. მაგალითად, ბუტილპარაბენი (Butylparaben), მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben). 

ეს კომპონენტები კონსერვანტებად გამოიყენება. პარაბენები უვნებლად მიიჩნევა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ალუმინის აცეტატი (Aluminum Acetate) - სახის კრემების წარმოებაში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა. არაქიდონის მჟავა (Arachidonic Acid) - ეს კომპონენტი გამოიყენება კანის დასარბილებლად. განაგრძეთ კითხვა